ბილი აილიში, შერილ ქროუ და სხვა მუსიკოსები იარაღით ძალადობის საწინააღმდეგო კოალიციას უერთდებიან

კოალიციის წევრები ასევე არიან პიტერ გაბრიელი, ნილ როჯერსი და სხვები.
ბილი აილიში
Kevin Mazur/Getty Images for Global Citizen

ბილი აილიში, შერილ ქროუ და პიტერ გაბრიელი იმ მრავალ მუსიკოსთა შორის არიან, რომლებიც იარაღით ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდნენ და შეუერთდნენ კოალიციას სახელწოდებით „ხელოვანები იარაღით ძალადობის პრევენციისთვის“.

იმ მისიით, რომ დაასრულონ იარაღით ჩადენილი ტერაქტების ეპიდემია აშშ-ში , კოალიცია ოფიციალურ სტარტს 22 სექტემბერს აიღებს. მისი მიზანი იქნება ცნობადობის გაზრდა არა მხოლოდ ხელოვანთა გაერთიანების, არამედ ორგანიზაციია Sandy Hook Promise-სთვისაც, რომელიც 2012 წლის სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ოჯახებმა შექმნეს.

კოალიციის საქმიანობა მოიცავს მოხალისეობრივ სამუშაოს, დონაციებს, ასევე სხვადასხვა ლაივ ღონისძიებას. პირველ ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართება, სპეციალურ სტუმრებთან ერთად ჯგუფი Bush დაუკრავს.

ხელოვანთა გაერთიანების წევრები არიან ასევე ნილ როჯერსი, ბუტსი კოლინზი, სოფი ტაკერი და სხვები. მათი ლიდერი მუსიკოსი მარკ ბარდენია, რომლის 26 წლის ვაჟი დანიელი სენდი ჰუკის სკოლის ტერაქტის ერთ-ერთი მსხვერპლია.

„მას შემდეგ, რაც ჩემი ვაჟი დანიელი სენდი ჰუკის სკოლაში მოკლეს, მე გიტარისტის კარიერა გადავდე, რომ თავი იარაღით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიმეძღვნა,” – ამბობს ბარდენი განცხადებაში. „გთხოვთ შემომიერთდით მე და ასობით ხელოვანს, მუსიკოსს, მსახიობს, სპორტსმენსა და თქვენნაირ ადამიანებს, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ეს ძალადობა.”

„როგორც ხელოვანთა კოალიცია, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ საბაზისო ცვლილებები მოვახდინოთ,” – დაამატა ბილი აილიშმა.

იარაღით ძალადობის ოფიციალური არქივის მიხედვით, აშშ-ში 2023 წელს 448 მასობრივი სროლა მოხდა, რასაც ჯამში 29520 ადამიანი ემსხვერპლა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rolling Stones-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია 18 წლის შემდეგ

შემდეგი სტატია

რიანა Fenty x Puma-ს ახალი სპორტული ფეხსაცმლის დიზაინით დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი