ლენი კრავიცი TikTok-ს შეუერთდა

2012 წელს ვირუსულად გავრცელებული ფოტოს მსგავსად, ლეგენდარული მუსიკოსი TikTok ვიდეოში დიდი კაშნეთი გამოჩნდა: „ეს შემოდგომის პირველი დღეა.”
ლენი კრავიცი, 2023 წლის 12 მარტი, ჰოლივუდი. ფოტო: მაიკ კოპოლა
ლენი კრავიცი, 2023 წლის 12 მარტი, ჰოლივუდი. ფოტო: მაიკ კოპოლა

შაბათს, 23 სექტემბერს TikTok-ის პლატფორმაზე ლეგენდარული მუსიკოსის ლენი კრავიცის დებიუტი შედგა. ლენიმ გიგანტური კაშნე მოიხვია და შემოდგომის სეზონი გახსნილად გამოაცხადა. 

„მოიხვიე შენი დიდი კაშნე, ეს შემოდგომის პირველი დღეა” – ამბობს TikTok-ის ხუთწამიან ვიდეოში ლენი კრავიცი.

2012 წელს მუსიკოსი ნიუ-იორკში პაპარაცებმა დააფიქსირეს, რა დროსაც ლენის უზარმაზარი კაშნე ჰქონდა მოხვეული. აღნიშნული ფოტო უამრავი “მიმის” შთაგონების წყაროდ იქცა და ათი წლის შემდეგ ამ ფაქტს  იუმორისტულ გადაცემებშიც იხსენებდნენ.

ლენი კრავიცი 2018 წელს ჯიმი ფელონის The Tonight Show-ში სწორედ ამ ფოტოზე გვიამბობს: „ბაჰამის კუნძულებზე ვცხოვრობ და თბილ ამინდებს ვარ შეჩვეული. ნიუ-იორკში სურსათის მაღაზიაში უნდა წავსულიყავი და გაციების შემეშინდა. „პატარა” კაშნე უნდა მომეხვია კისერზე, თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში მხოლოდ ასეთი კაშნე მქონდა.”

ფელონმა ამ სიტყვების შემდეგ ლენის ფოტო აჩვენა აუდიტორიას  და უთხრა: „მაგრამ ლენი, ეს კაშნე არ არის, ეს საბანია.”

ნახეთ ლენი კრავიცის პირველი TikTok  ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინო ქათამაძე ამერიკაში ტურნეს მართავს

შემდეგი სტატია

ალექსანდრე კორძაია - Kordz

„ბრუნტეტის” ქართული ტურნე იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი