ნინო ქათამაძე ამერიკაში ტურნეს მართავს

„ნინოს ემოციური ხმა ატყვევებს აუდიტორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ის ტურნეა, რომელიც მუსიკის მოყვარულებმა არ უნდა გამოტოვონ,” – წერს ამერიკულ ონლაინ პლატფორმა.

ნინო ქათამაძე ჩრდილოეთ ამერიკაში მუსიკალურ ტურნეს მართავს. მომღერალთან ერთად ტურნეში იმყოფებიან ჯგუფი „ინსაითი” და მუსიკოსები პაპუნა შარიქაძე და ხონძი. ტურნემ სტარტი 22 სექტემბერს ლოს ანჯელესში, Wilshire Ebell Theatre-ში აიღო. სოციალურ ქსელში მუსიკოსი კონცერტიდან ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ საღამომ სრული ანშლაგითა და მაყურებლის დიდი ოვაციებით ჩაიარა. 

ამერიკული ტურნე მოიცავს კონცერტებს აშშ-ისა და კანადის 5 ქალაქში: ლოს ანჯელესი, სან-ფრანცისკო, სიეტლი, ტორონტო, ატლანტიკ სიტი და ჩიკაგო. 

„მსოფლიოში ცნობილი ჯაზის სენსაცია ნინო ქათამაძე და მისი ბენდი „ინსაითი” დიდი ხნის ლოდინის შემდეგ აშშ-სა და კანადაში ტურნეს გამართავენ. ბენდმა მსოფლიო აღიარება ჯაზის, ბლუზისა და მსოფლიო მუსიკის უნიკალური ნაზავით მოიპოვა. ასევე ნინოს ემოციური ხმით, რომელიც ატყვევებს აუდიტორიას მთელი მსოფლიოს გარშემო. მათ შემოქმედებას აღწერენ, როგორც მარტოობის მუსიკალურ მკურნალსა და სტრესის საწინააღმდეგო საშუალებას. ეს ის ტურნეა, რომელიც მუსიკის მოყვარულებმა არ უნდა გამოტოვონ,” – წერს ამერიკული ონლაინ პლატფორმა, სადაც ნინო ქათამაძის ტურნეს ბილეთების შეძენაა შესაძლებელი.

ნინო ქათამაძის ამერიკული ტურნე პირველ ოქტომბერს ჩიგაკოში დასრულდება. 

ნახეთ ტურნეს განრიგი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბობ დილანმა Farm Aid ფესტივალის მაყურებელი გააოცა 

შემდეგი სტატია

ლენი კრავიცი, 2023 წლის 12 მარტი, ჰოლივუდი. ფოტო: მაიკ კოპოლა

ლენი კრავიცი TikTok-ს შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი