ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა

ქართული ჯაზის ლეგენდად აღიარებულ გიული ჩოხელს BIAFF-ის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

17-24 სექტემბერს, ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) ჩატარდა. კინოფესტივალის ჩვენებები ტრადიციისამებრ კინოთეატრ „აპოლოში“ და ღია სივრცეში – ევროპის მოედანზე გაიმართა. პროგრამამ ათეულობით ქართული და უცხოური კინოსურათი გააერთიანა. 

24 სექტემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე BIAFF-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულად ალი აჰმადზადეს „კრიტიკული ზონა“ დაასახელა. საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში კი თინათინ ყაჯრიშვილმა გაიმარჯვა, ფილმისთვის „მოქალაქე წმინდანი“. 

BIAFF-ის დახურვის ცერემონიის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ცნობილი ქართველი მომღერლის, ქართული ჯაზის ლეგენდად აღიარებული გიული ჩოხელის დაჯილდოება იყო – მას ფესტივალის სპეციალური პრიზი გადაეცა. 

იხილეთ  ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა სრული ჩამონათვალი: 

საუკეთესო ფილმი  –  „კრიტიკული ზონა“, ალი აჰმადზადე, ირანი/გერმანია.

საუკეთესო რეჟისურა – თინათინ ყაჯრიშვილი ფილმისთვის „მოქალაქე წმინდანი“,   საქართველო/ საფრანგეთი/ბულგარეთი.

საუკეთესო მსახიობი ქალი – ეკა ჩავლეიშვილი – ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი“, ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო. 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – მიშალ ჟურავსკი – ფილმში „ნატეხები“, ბეატა ძიანოვიჩი, პოლონეთი.

ჟიურის სპეციალური მოხსენიება  – „შაშვი შაშვი მაყვალი“, ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო და  „ბლაგას გაკვეთილი“, სტეფან კომანდარევი, ბულგარეთი/გერმანია.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „გარდაცვლილი ქორწინება”, მიხალ ტოჩეკი, პოლონეთი.

ჟიურის სპეციალური დიპლომი – „იხვებზე ნადირობა”, გიორგი ქობალია, საქართველო.

ბათუმის კინომოყვარულთა კლუბის ჟიურის  მიერ აღინიშნა ორი ფილმი:

„მოქალაქე წმინდანი“,  თინათინ ყაჯრიშვილი,საქართველო/საფრანგეთი/ბულგარეთი და „ნატეხები“,  ბეატა ძიანოვიჩი, პოლონეთი.

BIAFF 2023-ის სპეციალური პრიზი გადაეცათ:

ზურაბ ყიფშიძე (საქართველო) რევაზ მახათაძე (საქართველო) გიული ჩოხელი (საქართველო)

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალექსანდრე კორძაია - Kordz

„ბრუნტეტის” ქართული ტურნე იწყება

შემდეგი სტატია

GMI-ს მხარდაჭერით ევროპის მასშტაბით უმსხვილეს საერთაშორისო მუსიკალურ სამიტზე და Palma Songwriting Camp-ზე ქართველი არტისტი Lua წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი