დინამო არენაზე ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართა

კონცერტის მსვლელობისას ბრუნო მარსის ბენდის პიანისტმა „თბილისო“ შეასრულა.
ფოტო:Black Sea Arena


პირველ ოქტომბერს თბილისში ქართველი მსმენელის წინაშე თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური სცენის ერთ-ერთი წამყვანი ვარსკვლავი – ბრუნო მარსი წარდგა. კონცერტი დინამო არენაზე პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. მრავალათასიანი აუდიტორიისათვის ვარსკვლავმა თავისი რეპერტუარიდან არაერთი ცნობილი სიმღერა შეასრულა.

Ბრუნო მარსის კონცერტი გამოირჩეოდა შოუს ელემენტებით, სასცენო განათებით და იმ ენერგეტიკით, რასაც ვარსკვლავი თავის ბენდთან ერთად ქმნის. ბრუნო მარსის კონცერტზე არტისტის შემოქმედებიდან  სხვადასხვა  პერიოდის ისეთი ჰიტები გაჟღერდა, როგორებიც არის: Marry You, Uptown Funk, Grenade, Just the Way You Are და სხვები. 

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსს შოუს მსვლელობისას აუდიტორიასთან საკმაოდ ხშირი ინტერაქცია ჰქონდა. ქართველი მსმენელისათვის კონცერტის ყველაზე გამორჩეულ ნაწილად იქცა ის მომენტი, როდესაც ბრუნო მარსის ბენდის პიანისტმა „თბილისო“ შეასრულა. 

კონცერტის ბოლოს ბრუნო მარსმა ქართველ მსმენელს მადლობა გადაუხადა და საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა:

„საქართველო, ჩვენ ვისურვებდით, რომ უახლოეს მომავალში კვლავაც დავბრუნდეთ და თქვენთვის ვიმღეროთ. დიდი მადლობა, საქართველო!“ 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BLACKPINK-ის ლისამ, სიმღერით Money, მსოფლიო რეკორდი დაამყარა

შემდეგი სტატია

მუსიკოსი დავით დათუნაშვილი ახალ ალბომს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი