თინა ქართულმა აუდიტორიამ პირველად სერიალ „შუა ქალაქში“ ეპიზოდური როლით გაიცნო, რასაც მოჰყვა როლები ფილმებში: „სეზონი“, „გასეირნება ყარაბაღში“, „სიყვარული აქცენტით”, „ჩემი ცოლის დაქალები”, „მძევლები”, „აბიგაილი“ და სხვა. 2023 წელს თინას მონაწილეობით Netflix-ის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი Extraction 2 გადაიღეს.
თინა დალაქიშვილის მუსიკალური რეკომენდაცია 70-80 იანი წლების პოსტ პანკსა და ფსიქოდელურ როკზე შეჩერდა, რომელთა შორის როკ-ჯგუფი THE CURE და ამერიკული ბენდი The Cramps დასახელდა. Საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ორივე ბენდი 1976 წელს ჩამოყალიბდა და ჟანრობრივად პოსტ-პანკის, ახალი ტალღის, ალტერნატიული როკის, გოთიკური და ფსიქოდელური როკის ელემენტებს აერთიანებს.
ნახეთ თინას მუსიკალური რეკომენდაციები „Billboard საქართველოში.”