ისრაელიდან ევაკუაციისას ბრუნო მარსმა თავისი ბენდის მუსიკალური აღჭურვილობა ქვეყანაში დატოვა

მუსიკოსი იძულებული იყო, გაეუქმებინა თავისი საკონცერტო ტურნეს ბოლო შოუ, რომელიც კატარში უნდა გამართულიყო.

ახლახან თელ-ავივში ბრუნო მარსის ორი კონცერტი უნდა ჩატარებულიყო. ამ კონცერტებით მარსი ხდებოდა მესამე ამერიკელი არტისტი, რომელიც 70,000-იანი აუდიტორიის წინაშე HaYarkon Park-ში მასშტაბური შოუებით წარდგებოდა.  

აღსანიშნავია, რომ თელ-ავივის შოუები ბრუნო მარსისათვის საქართველოში გამართული კონცერტის შემდგომი მუსიკალური გაჩერება იყო. პირველი შოუ ოთხშაბათს  გამართა, მეორე კი შაბათს იყო დაგეგმილი. თუმცა 7 ოქტომბერს ჰამასმა ისრაელზე ტერორისტული შეტევა განახორციელა და პრომოუტერმა კომპანიამ მსმენელს აცნობა, რომ ბრუნო მარსის დაგეგმილი კონცერტი გაუქმებული იყო.  

8 ოქტომბერს, ბრუნო მარსს კონცერტი დოჰაში ჰქონდა დაგეგმილი. ისრაელიდან ვარსკვლავი თავისი გუნდით ათენის აეროპორტში გაფრინდა, საიდანაც დოჰაში უნდა ჩასულიყო. თუმცა, სწრაფი ევაკუაციის გამო, ბრუნო მარსმა თავისი ბენდის აღჭურვილობა ისრაელში დატოვა, რის გამოც დოჰას შოუზე ვერ გამოვიდა. მის მაგივრად აუდიტორიის წინაშე ფრანგი მუსიკალური პროდიუსერი და არტისტი Snake წარდგა. 

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ისრაელში მუსიკალური ინდუსტრია, კონკრეტულად კი საკონცერტო ტურნეების ბიზნესი დიდი გამოწვევების წინაშეა. როდესაც არტისტები ისრაელში შოუების გამართვას თანხმდებიან, ისინი კრიტიკის ობიექტები ხდებიან. არაერთი ცნობილი ფიგურა მუსიკოსებს მოუწოდებს, რომ ისრაელში კონცერტების გამართვაზე უარი თქვან. მიზეზად პალესტინელების მიმართ ისრაელის ქმედებები სახელდება. ისრაელის წინააღმდეგ განსაკუთრებით ხმამაღლა საუბრობენ ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან როჯერ უოტერსი და ბრაიან ინო. 

რაც შეეხება ბრუნო მარსის კონცერტების ორგანიზატორ პლატფორმას – Bluestone Group თელ-ავივში დაფუძნებული კომპანიაა. მისი საქმიანობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან 2023 წელს ისრაელს ეწვივნენ ისეთი არტისტები და მუსიკალური კოლექტივები, როგორებიც არიან:  Imagine Dragons, Tiesto, ქრისტინა აგილერა, Guns N’ Roses.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Voice -ის ქართველმა მონაწილემ ნაილ ჰორანს უთხრა რომ One Direction-ის შესახებ ჩანახატებს წერდა

შემდეგი სტატია

Svansikh-მა ახალი ტრეკი – „სად ხარ (Hey Brother)“ გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი