დიდი ხნის განმავლობაში ბიონსეს და Jay-Z-ის გულშემატკივრები მიიჩნევდნენ, რომ წყვილის პირველი შვილის, ბლუ აივი (Blue Ivy) კარტერის სახელის ინსპირაცია Jay-Z-ის ცნობილი Blueprint ალბომების სერია იყო. ახლახან რეპერმა CBS Mornings-თან ინტერვიუში შვილისათვის სახელის შერჩევის ისტორია გაამხილა.
„მისი სახელი თავდაპირველად ბრუკლინი (Brooklyn) უნდა ყოფილიყო. როდესაც ექოსკოპიის ფოტო ვნახეთ, იგი ისეთი პატარა იყო, რომ მეტსახელად Blueberry შევარქვით. მთელი 9 თვის განმავლობაში ასე მოვიხსენიებდით. ამიტომ ყველაფერი ბუნებრივად მოხდა და სახელად Blue ავირჩიეთ“ – თქვა ჰიპ-ჰოპ არტისტმა
Jay-Z-მ შვილის სახელის მეორე ნაწილის, აივის (Ivy) წარმომავლობა არ განუხილავს. ამავე ინტერვიუში Jay-Z-მ ბლუ აივის ბიონსეს ტურში მონაწილეობაზეც ისაუბრა. როგორც რეპერმა აღნიშნა, 11 წლის შვილის სცენაზე დანახვისას ძალიან ამაყი იყო. „ბლუ დაიბადა ისეთ გარემოში, რომელიც მას არ აურჩევია. დაბადებიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამ პატარა გოგოს შესახებ იმასაც კი განიხილავენ, თუ როგორ ვარცხნილობას ატარებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ იგი სცენაზე My Power-ის შესრულებისას გამოჩნდა და საკუთარი ძალა დაამტკიცა. უკეთეს სცენარს ვერავინ მოიფიქრებდა“ – თქვა Jay-Z-მ.
ნახეთ რეპერის ინტერვიუ CBS Mornings-თან: