ტეილორ სვიფტის ალბომი – 1989 (Taylor’s Version) კვირის მუსიკალური ჩარტის ლიდერია

ალბომმა ჩარტის საერთო ხმების 89% დაიმსახურა.
ფოტო: კევინ უინტერი/TAS23/Getty Images

მსმენელების არჩევანით, ტეილორ სვიფტის ალბომი – 1989 (Taylor’s Version) კვირის საუკეთესო ახალი მუსიკალური ნამუშევარია. ჩარტი 28 ოქტომბერს Billboard-ზე გამოქვეყნდა და ფანებმა პოპ ვარსკვლავის ცნობილი ალბომის ხელახლა ჩაწერილ ვერსიას მისცეს ხმა. შედეგად, ალბომმა ჩარტის საერთო ხმების 89% მიიღო.

სვიფტი მუსიკალურ კატალოგს ახლიდან ქმნის და უკვე გამოცემული ალბომების ახალ ვერსიებს უშვებს, რათა მათზე საავტორო

უფლებები სრული მოცულობით ეკუთვნოდეს. პოპ მუსიკოსმა 1989 (Taylor’s Version) 2023 წლის 27 ოქტომბერს გამოსცა. ის 2014 წლის ალბომის, 1989-ის განახლებული ვერსიაა. ხელახლა ჩაწერილ ძველ ტრეკებთან ერთად ალბომი ხუთ ახალ სიმღერასაც მოიცავს.  ეს სიმღერებია: Slut!, Say Don’t Go, Now That We Don’t Talk, Suburban Legends და Is It Over Now. 

1989 (Taylor’s Version) გამოსვლის დღეს შეერთებული შტატების მასშტაბით 250 ათას ეგზემპლარად გაიყიდა. უკვე მეორე დღეს კი, ჩანაწერი 2023 წლის გაყიდვების ზოგადი მონაცემებით მესამე ადგილს იკავებდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სოხუმის თეატრი სტამბოლის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს

შემდეგი სტატია

Jay-Z-მ თავისი ქალიშვილის, ბლუ აივის სახელის ინსპირაცია გაამხილა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი