გიორგი ერგემლიძის ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Stolen Skies

„ვეცადე, ვიდეოთი ის განწყობა გადმომეცა, რაც სიმღერით ვერ ვთქვი.”

გიორგი ერგემლიძემ მსმენელს ახალი ვიდეოკლიპი წარუდგინა სიმღერაზე Stolen Skies. კომპოზიცია მუსიკოსმა ოქტომბერში სინგლის სახით გამოსცა. Billboard საქართველოსთან საუბარში კი დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში მასზე კლიპის გადაღებასაც გეგმავდა. 

გიორგი ერგემლიძე: 

„ეს ის შემთხვევაა, როცა ვიდეოკლიპის ბიუჯეტი 0 ლარს შეადგენს: მისი რეჟისორი თავად ვარ, ყველა კადრი ჩემმა მეგობარმა გიორგი ახალკაციშვილმა გადაიღო ერთ დღეს და მეორე დღეს მე დავამონტაჟე. შემოქმედებით ნაწილს რაც შეეხება, მაქსიმალურად ვეცადე, ვიდეოთი ის განწყობა გადმომეცა, რაც სიმღერით ვერ ვთქვი. ეს არის ფერები, ჩრდილები, მისტიკური სამყარო და ის დინამიკა, რომელიც მხოლოდ თვალით არის აღქმადი. ჩემთვის ფერებიც ენაა და ყველა ფერს თავისი ემოცია და ხასიათი მოაქვს.”

Stolen Skies ერთ-ერთი იქნება იმ ოთხი კომპოზიციიდან, რომელიც გიორგი ერგემლიძის ახალ EP-ში შევა. ალბომის გამოცემას მუსიკოსი დეკემბერში გეგმავს.

ნახეთ ვიდეოკლიპი სიმღერაზე Stolen Skies

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Depeche Mode - ფოტო: ანტონ კორბინი

Depeche Mode სტუმრად Late-Night Show-ში

შემდეგი სტატია

Sexy Bicycle

Sexy Bicycle ახალი იდეებით და მუსიკალური იდენტობით

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი