ადამიანი ∞ სამყაროს ახალი კომპოზიცია 

„ეს ერთგვარი ოდაა მცდელობებზე, რომლებიც ფუჭად არ ჩაივლის. მინდა, ამ სიმღერით ყველა მიხვდეს, რომ მოქმედება აუცილებლად გამოიღებს შედეგს.”
დაჩი ხასაია

ბელგიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი დაჩი ხასაია, იგივე ადამიანი ∞ სამყარო, ახალ კომპოზიციას აქვეყნებს. როგორც მუსიკოსის შემოქმედების ძირითადი ნაწილი, სიმღერაც, სახელწოდებით „მოვალ”, ქართულენოვანია და ადამიანი ∞ სამყაროსთვის დამახასიათებელი შინაარსითა და ემოციური მესიჯებით გამოირჩევა. 

დაჩი ხასაია – ადამიანი ∞ სამყარო:

„სიმღერას საფუძვლად უდევს დაკვირვება იმ ადამიანების ტკივილზე, ვინც რეალურად ყველანაირი ძალითაა აღჭურვილი, რომ იპოვოს გზა და მიაღწიოს იმას, რაც სურს, მაგრამ არ გამოსდის. ეს ერთგვარი ოდაა მცდელობებზე, რომლებიც ფუჭად მაინც არ ჩაივლის და ყველანაირი სატკივრის მოშუშების იმედია. მინდა, ამ სიმღერით ყველა მიხვდეს, რომ მოქმედება აუცილებლად გამოიღებს შედეგს და რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა მხოლოდ კარგად დაგეგმილი ქმედებაა. მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, კომპოზიცია ვალსის რიტმშია შექმნილი და არის ლოუ-ფაი ჟანრი ფსიქოდელიური ელემენტებით.”

კომპოზიცია მოვალ” ადამიანი სამყაროს რიგით მეხუთე ალბომში შევა, რომელიც 2024 წელს გამოვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sexy Bicycle

Sexy Bicycle ახალი იდეებით და მუსიკალური იდენტობით

შემდეგი სტატია

Apple TV+ ჯონ ლენონის მკვლელობის შესახებ სერიალს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი