Nini Iris „ნოკაუტის” ტურის გამარჯვებულია

„ვფიქრობ, ნინის მთლიანი კონკურსის მოგება შეუძლია,” – აღნიშნა ნაილ ჰორანმა.

Nini Iris „ვოისის” კიდევ ერთი რაუნდის გამარჯვებული გახდა. „ნოკაუტის” ტურში ქართველი მომღერალი თავისივე გუნდის 2 წევრის პირისპირ წარდგა. ამჯერად კონკურსანტები მენტორების წინაშე ცალ-ცალკე, მათივე არჩეული სიმღერებით წარდგნენ. ნინიმ Radiohead-ის Karma Police შეასრულა, რომლის დასრულებისას ჯონ ლეჯენდი, ნაილ ჰორანი და გვენ სტეფანი ქართველ მომღერალს ფეხზე წამოუდგნენ. მენტორმა ნაილ ჰორანმა კი თავისი გუნდის სამ წევრს შორის არჩევანი კვლავ ნინიზე შეაჩერა. 

„ნოკაუტის გამარჯვებულად ნინი ავირჩიე, რადგან ის ზებუნებრივია. ის, რასაც იგი თავისი ხმით აკეთებს, არავის შეუძლია ამ კონკურსში. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ნინის მთლიანი კონკურსის მოგება შეუძლია,” – აღნიშნა ჰორანმა.

გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი თავად ნინიმაც დაწერა: „ძვირფასო მეგობრებო, „ნოკაუტის” ტური მოვიგე და ძალიან ამაყი ვარ. მაგრამ ამაყი არა იმით, რომ გავიმარჯვე, არამედ იმით, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა შევასრულე! მადლობა მხარდაჭერისთვის! ძალიან მიყვარხართ!”

„ნოკაუტის” ტურის შემდეგ ნინი უკვე „პლეიოფში” წარდგება. ამ რაუნდში კონკურსანტები კვლავ თავისივე გუნდის წევრებს და კვლავ თავიანთი შერჩეული სიმღერებით დაუპირისპირდებიან. თუმცა ამ შემთხვევაში ისინი სცენაზე, ბრმა მოსმენის შემდეგ პირველად, მარტო გამოვლენ. „პლეიოფში” თითოეული მენტორი თავისი გუნდიდან სამ კონკურსანტს აირჩევს. ჯამში 12 კონკურსანტი კი უკვე ლაივ ტურებში გადავა, სადაც მათ ბედს უკვე მაყურებელი გადაწყვეტს.”

ნახეთ Nini Iris-ის გამოსვლა „ნოკაუტის” ტურში:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სანდრო ბიბიჩ კვაჭაძის „სიტყვობანა” 

შემდეგი სტატია

ჯგუფმა Killages ახალი სინგლი – Euphoria წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი