გიორგი გიგაშვილის კონცერტი ავსტრიაში ისტორიულ როიალზე და დარბაზის მიერ ნამღერი Happy Birthday

ქართველმა პიანისტმა ავსტრიის ქალაქ სენტ ანტონში კონცერტი 11 ნოემბერს გამართა. 12 ნოემბერს კი მას 23 წელი შეუსრულდა.

11 ნოემბერს გიორგი გიგაშვილმა ავსტრიაში კონცერტი გამართა. მუსიკალური საღამო ქალაქ სენტ ანტონ-ამ-არლბერგში გაიმართა. კონცერტი სახელწოდებით Brass Music Meets Steinway & Sons ცნობილ პიანისტს გეზა ანდას უკავშირდება: შვეიცარიულ-უნგრული წარმოშობის საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტი ძალიან დიდ დროს ატარებდა სენტ ანტონში და ამ ადგილისადმი პატივისცემის ნიშნად, 1970-იან წლებში მან ქალაქს საჩუქრად Steinway & Sons-ის როიალი გადასცა, რომელზეც თავადვე უკრავდა. გეზა ანდა 1976 წელს გარდაიცვალა. 

სულ ცოტა ხნის წინ ანდას მიერ სენტ ანტონისთვის ნაჩუქარ 370-კილოგრამიან როიალს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც გაჩნდა კონცერტის ჩატარების იდეა. საღამოს სოლისტად და განახლებულ ისტორიულ როიალზე პირველად დასაკრავად კი გიორგი გიგაშვილი მიიწვიეს, რომელიც გეზა ანდას მე-15 კონკურსის გამარჯვებულია. კონკურსს პიანისტის ოჯახის მიერ დაარსებული ფონდი სამ წელიწადში ერთხელ ციურიხში ახალგაზრდა პიანისტების მხარდასაჭერად ატარებს. 2021 წელს კი ქართველი პიანისტი გეზა ანდას მეუღლის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. 

კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. Საღამოს შემდეგ გამართულ წვეულებაზე კი, უკვე 12 ნოემბერს, გიორგი გიგაშვილს შემოქმედებითმა ჯგუფმა და აუდიტორიამ დაბადების დღე ერთხმად, სიმღერით მიულოცეს. ქართველ პიანისტს 23 წელი შეუსრულდა. 

ნახეთ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

Circus Mircus-ის სადებიუტო ალბომი Furrore/Fiasco 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი
კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

მას შემდეგ რაც უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა, ამბობს, რომ  „ცდილობს, იყოს საუკეთესო ადამიანი“

მსახიობი და რეპერი გულწრფელად საუბრობს ოსკარის ღონისძიებაზე, 2022 წელს მან წამყვან კრის როკს სილა გაარტყა
მეტი