„სილქ როუდ ჯგუფმა“ და ამერიკულმა კინოსტუდიამ, WonderHill Studios ერთობლივი კინოსაწარმო – WonderSilk Studios დააარსეს

WonderSilk Studios კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების მიმართულებით იმუშავებს და ქართული კინოინდუსტრიისათვის დიდ პერსპექტივებს შექმნის.
ფოტო: Silk Road Group

„სილქ როუდ ჯგუფმა“, კინოსტუდია WonderHill Studios და ამერიკულმა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიამ ESTech,  საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც საქართველოში ერთობლივი საწარმოს – WonderSilk Studios (WSS) დაარსებას ითვალისწინებს. WonderSilk Studios კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების მიმართულებით იმუშავებს და ქართული კინოინდუსტრიისათვის დიდ პერსპექტივას შექმნის. პროექტის მნიშვნელობას აფასებენ ჰოლივუდიდან ჩამოსული სტუმრები და პარტნიორობაში დიდ  პერსპექტივას ხედავენ.

შეხვედრას ესწრებოდა WonderHill Studios თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მარვინ პერტი. „ყოველთვის ვოცნებობდი  გლობალურ კინემატოგრაფიულ სამყაროში ხიდები ამეგო“ – აღნიშნა მან.

ფოტო: Silk Road Group

მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა Silknet-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა: 

„ძალიან ვამაყობ, რომ WonderHill Studios ჩვენი პარტნიორი გახდა. ვამაყობ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წარმატებული პროექტი იქნება ინვესტიციის, კულტურისა და პოლიტიკის თვალსაზრისით. საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება, შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი და სხვადასხვა ბიზნესი.“ 

როგორც მარვინ პერტიმ „ევრონიუს ჯორჯიასთან“  საუბრისას თქვა, თუკი თავდაპირველად 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩაიდება, ამ ბიუჯეტით ორი-სამი მასშტაბური პროექტის შექმნა იქნება შესაძლებელი.

კომპანია ESTech-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ კარ ბეტისმა პროექტი უნიკალურ პლატფორმად შეაფასა, რომელიც მსოფლიო მაყურებელს საქართველოსა და ცენტრალური აზიის მდიდარი კინოკულტურას წარუდგენს. 

„ლეგენდარულმა იტალიელმა რეჟისორმა ფედერიკო ფელინიმ, რომელიც ქართული კინოს დიდი თაყვანისმცემელი იყო, ყველაზე კარგად თქვა: „ქართული ფილმი სრულიად უნიკალური ფენომენია…“ – მიმართა პარტნიორებს კარ ბეტისმა. 

ფოტო: Silk Road Group

წინანდალში დაწყებული პარტნიორობის მიზანია, რომ ჰოლივუდის სტუდიებსა და ინდი ფილმების პროდიუსერებს შესთავაზოს ადგილობრივი სივრცეების, სტუდიებისა და ტალანტების კინოწარმოებაში ჩართვის შესაძლებლობა. მომავალი წლისათვის, Wonder Silk Studios (WSS) საქართველოსა და ყაზახეთში 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კინოპროექტების შემოტანას გეგმავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბექა გოჩიაშვილის ახალი ალბომი Cosmic Blues

შემდეგი სტატია

„თავშეკავება“ – Eko & Vinda Folio ოთხი წლის შემდეგ ახალი ალბომით დაბრუნდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი
თიკუ კობიაშვილის ფილმი - „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“

ქართველი რეჟისორის, თიკუ კობიაშვილის ფილმის პრემიერა Berlinale Forum-ის სპეციალურ პროგრამაში შედგება

„ფილმი „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“ 2024 წლის თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციებს ეხმიანება, რომელიც ე.წ. „უცხოელი აგენტების" კანონის წინააღმდეგ არის მიმართული.“ - წერია ბერლინალეს ოფიციალურ გვერდზე.
მეტი
არიანა გრანდე „ოქროს გლობუსის” ნომინაციების გამოცხადების დროს, ბევერლი ჰილზი 2024 წლის 17 დეკემბერი. ფოტო კევინ უინტერი

არიანა გრანდეს თქმით, ოდრი ჰეპბერნის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი იდეალური უნდა იყოს

მისი ბოლო ჩაცმულობის სტილმა საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, თითქოს გრანდეს ჰეპბერნის როლის შესრულება სურს.
მეტი

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზენდეია და ტომ ჰოლანდი დაინიშნნენ

გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ Dune-ის ვარსკვლავი 2025 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე დიდი ბრილიანტის ბეჭდით გამოჩნდა.
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გერმანიის წარმომადგენლობა ქართველი არტისტების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

განცხადებას, სახელწოდებით „ხელოვნება ჩაგვრის წინააღმდეგ: სოლიდარობა საქართველოს”, მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ხელოვანი და მეცნიერი აწერს ხელს.
მეტი