„ზრუნვა” – Melqo-ს პირველი ექსპერიმენტული კონცერტი სოციალური მესიჯებით

„ეს პროექტი არის მცდელობა, შევქმნათ ნამდვილი, ავთენტური, ცოცხალი, აბსოლუტურად ადამიანური შეგრძნება.”
პოსტერის ავტორი: მარიამ კაჭარავა

18 ნოემბერს „ჰარაკის” სივრცეში Melqo-ს პირველი ლაივ კონცერტი გაიმართება სახელწოდებით „ზრუნვა”. ექსპერიმენტული პროექტის ფარგლებში მუსიკოსი საკუთარ კომპოზიციებს კონცერტში მონაწილე არტისტებთან ერთად შეასრულებს. Melqo-სთან ერთად სცენაზე წარდგებიან ეკა წიკლაური, ნინო გვასალია, ბარბარე რუსიძე, მარიტა ნადირაშვილი, ანუკა ყიფშიძე, მარიამ მაკალათია, სალი მიქელაძე და არჩიბალდ შიოშვილი. ღონისძიების პოსტერი მარიამ კაჭარავას ეკუთვნის.

Melqo:

„ეს არის ჩემი პირველი აკუსტიკური ცოცხალი კონცერტი და იდეაში ცოტა ექსპერიმენტულია. აბსოლუტურად სხვადასხვა მუსიკალური გამოცდილების ხალხი შევკრიბე და მაინტერესებს ერთად როგორ აჟღერდებიან. და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მინდა, დავამტკიცო, რომ ჩვენ მრავალფეროვნება გვაერთიანებს. 

პროექტს ჰქვია „ზრუნვა” იმიტომ, რომ თუკი მსოფლიოში არსებობს რაიმე გადამალული ცოდნა, რომელსაც შეუძლია უკეთესობისკენ წაიყვანოს ეს უსამართლობითა და ტკივილით სავსე სამყარო, ჩემთვის და ადამიანებისთვის ამ ცოდნასთან მიახლოებული სწორედ ზრუნვის შეგრძნებაა. როცა ჩვენ ვზრუნავთ და ჩვენზე ზრუნავენ. ზრუნვა არის აყვავების, ევოლუციის და განვითარების ქვაკუთხედი. როგორც წესი, დღესდღეობით ძალიან ბევრი მონეტიზებული ზრუნვაა და ეს პროექტი არის მცდელობა, შევქმნათ ნამდვილი, ავთენტური, ცოცხალი, აბსოლუტურად ადამიანური შეგრძნება. კონცერტით ეგრე აეწყო – ყველამ ყველაფერი უანგაროდ გაიღო და თვითონ ეს საღამოც აბსოლუტური ზრუნვა და სიყვარულია. 

შესრულდება ჩემი კომპოზიციები და ორი ქავერი – ისეთი სიმღერები, რომელთა ტექსტებიც ხაზს უსვამს კონკრეტულ სოციალურ პრობლემას, ან ეხება რაღაც გარიყულ სოციალურ ფენებს. ასევე არის აქცენტები იმ უსამართლობაზე, რაც დღეს ჩვენ ირგვლივ ხდება. ეს ძირითადად ის კომპოზიციებია, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი ხალხისთვის. მიდევს მუსიკალურ პლატფორმებზე, მაგრამ, მათი ცოტა სიღრმისეული შინაარსისა და სპეციფიკური ხასიათის გამო, არ გახდა ისეთი პოპულარული, როგორც სხვა სიმღერები, რომლებიც საცეკვაოა, მაგალითად. თუმცა მე მაგისთვის არ დამიწყია მუსიკის კეთება, რომ ხალხი ვაცეკვო. ზოგადად, ვცდილობ, რომ ყოველთვის რაღაც პოეტური შევიტანო თუნდაც პოპში. და ახლა, აი, ამ ყველაფერს გავაჟღერებ.”

მუსიკოსის თქმით, „ზრუნვას” არ ექნება ერთჯერადი სახე და ეს იქნება ხანგრძლივი პროექტი, რომლის იდეის განვითარებაზეც მუშაობა კიდევ მიმდინარეობს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

On The Road

On The Road-ის ახალი ალბომი Heal Yourself 27 ნოემბერს გამოვა

შემდეგი სტატია

Vimana –  ექსპერიმენტული აუდიო-ვიზუალური არენა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი