ოჯახის დანგრევა არასდროსაა ბავშვებისთვის მარტივი. მით უმეტეს, მაშინ, როცა მშობლები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანები არიან. ახალ ინტერვიუში კიმ კარდაშიანი სწორედ ამ თემაზე საუბრობს. ტელევარსკვლავმა ასევე ის მნიშვნელოვანი გაკვეთილები გაიხსენა, რაც მამისგან, რობერტ კარდაშიანისგან ისწავლა და აღნიშნა, რომ მამას მასზე გავლენა დღემდე აქვს.
2014 წელს დაქორწინების შემდეგ კარდაშიანი და უესტი ერთმანეთს საბოლოოდ 2022 წლის ნოემბერში დაშორდნენ. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ. როგორც სტატიიდან ირკვევა, კიმის დამოკიდებულება ოჯახის დანგრევის მიმართ განპირობებულია იმ რთული განქორწინების პროცესით, რომელიც რობერტ კარდაშიანმა კრის ჯენერთან გაიარა. კიმი მაშინ 9 წლის იყო, დაახლოებით, მისი უფროსი ქალიშვილის, ნორსის ასაკის. კორტნისგან განსხვავებით, რომელსაც მშობლების ჩუმი კამათი ესმოდა, კიმს მათი ჩხუბი არასდროს გაუგონია. ერთ დღესაც კი მშობლებმა გოგონებს ოჯახურ შეხვედრაზე დაუძახეს და განქორწინების შესახებ ყველაფერი გულწრფელად უამბეს. კიმის თქმით, ეს იყო ის, რაც გონებაში ჰქონდა, როცა ფიქრობდა, რომ მისი შვილები კანიესთან დაშორებაზე შეეკითხებოდნენ.
„საბოლოოდ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის არის, რომ ბავშვებმა იგრძნონ, რომ ისინი უყვართ და მათი ესმით. ამ დროს ცდილობ, რომ ძალიან ფრთხილი იყო, რადგან ისინი ჯერ ბავშვები არიან და ამის გადატანა ისედაც რთულია, არ აქვს მნიშვნელობა – რა ასაკში. უნდა დარწმუნდე, რომ მხოლოდ იმ დონეზე ადიხარ, რასაც ისინი გაიგებენ. სრულიად ნორმალურია, რომ მათ ემოციური მხარე აჩვენო. მაგრამ არასდროს უნდა გადახვიდე ნეგატიურ მხარეზე,” – ამბობს კარდაშიანი.
სტატიის ავტორმა კიმის დებსა და მეგობარს ჰკითხა, თუ როგორ შეიცვალა ტელევარსკვლავი განქორწინების შემდეგ. ყველა მათგანმა ხაზი გაუსვა კიმის განახლებულ თავდაჯერებულობას. „ეს არ ნიშნავს, რომ მანამდე არ იყო თავდაჯერებული,” – თქვა ქლოიმ. „მაგრამ ეს რაღაც სხვა რწმენაა, რაც მას ახლა აქვს. მან იცის, რომ ყველაფერი თავად შეუძლია, გააკეთოს. იცის, რა ძალა აქვს შინაგანად, ნაცვლად ფიქრისა, რომ ძალა ვიღაც სხვის ხელშია.”
კარდაშიანის ბავშვობის მეგობარმა ელისონ სტატერმა კი დაამატა, რომ კიმს კანიესთან განქორწინების ეშინოდა, „Რადგან გულის სიღრმეში მას სურდა, რომ ოჯახი ერთად დარჩენილიყო. ის ამბობდა, რომ არ იცოდა, როგორი იქნებოდა ცხოვრების მეორე მხარე. მე ძალიან ამაყი ვარ მისით.”
კიმმა მის ბიზნესგეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სურს SKIMS-ის კაცის ხაზი გამოუშვას, რომელიც მამის გემოვნების მიხედვით იქნება შექმნილი. „ამ კაცს სტილი ჰქონდა,” – ამბობს მამაზე, რომელსაც ექსკლუზიურად „გუჩი” ეცვა, როცა კრის ჯენერთან დაიწყო შეხვედრა. „ყოველთვის უნდოდა, რომ კარგად სცმოდა.”
მამის ბიზნესშემართება და დაჟინება, რომ შვილებს სამუშაო ეთიკა ესწავლათ, როგორც ჩანს, კიმის შვილებსაც გადაეცათ. ამის მაგალითად კარდაშიანმა ნორსი მოიყვანა. მისი თქმით, გოგონა მათი ქუჩის ბოლოს ლიმონათის სტენდს დგამს, სადაც გადახდის თავისებური სისტემა აქვს: 2$ უცნობი გამვლელებისთვის და ზოგჯერ 20$ ნაცნობებისთვის. „მეგობრები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ნორსმა მათ ლიმონათში 20$ გამოართვა. 20$-ს ართმევს და ეუბნება: „ხურდა არ მაქვს,” – აღნიშნა კიმმა.