გვანცა დარასელიას რჩეული მუსიკა

Billboard საქართველოს რუბრიკაში ტელეწამყვანმა არჩევანი ორ მუსიკოსზე შეაჩერა.
გვანცა დარასელია

Billboard საქართველოს მუსიკალური რუბრიკის სტუმარია გვანცა დარასელია. ამჯერად ტელეწამყვანმა არჩევანი ორი განსხვავებული თაობის მუსიკოსზე შეაჩერა: მსოფლიო ლეგენდა სტივი უანდერი და ახალი თაობის მუსიკოსი ჯეიკობ კოლიერი. 

გვანცამ Სტივი უანდერის სიმღერა Lately გამოყო, რომელიც შესულია მომღერლის 1980 წლის პლატინის სერტიფიკატის მფლობელ ალბომში Hotter than July. 1981 წელს კომპოზიცია Billboard Hot 100-შიც მოხვდა.

Რაც შეეხება ჯეიკობ კოლიერს, ახალგაზრდა ინგლისელი მუსიკოსის ანგარიშზე უკვე 5 გრემის ჯილდოა. იგი 2024 წლის გრემიზეცაა წარდგენილი ნომინაციაში „საუკეთესო არანჟირება, ინსტრუმენტალი და ვოკალი”. ჯეიკობ კოლიერი განსაკუთრებით ცნობილია მისი კონცერტებით, სადაც ის მთელი აუდიტორიის ხმებში ამღერებას ახერხებს. მისი ალბომები In My Room და Djesse, Vol. 1  Billboard-ის თანამედროვე ჯაზ ალბომების ჩარტის პირველ ადგილებს იკავებდა.

ნახეთ გვანცა დარასელიას მუსიკალური რეკომენდაციები:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

17 დეკემბერს ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

HOPE – Mechanical Rainbow-ს ახალი სიმღერის პრემიერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი