Billboard საქართველო Billboard-ის მუსიკალური ჩარტების გამოქვეყნებას იწყებს

Billboard-ის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩარტი ქართულ პლატფორმაზე ყოველკვირეულად განახლდება.

Billboard-ი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემაა, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია მისი მუსიკალური ჩარტებით. დღეიდან კი Billboard-ის ჩარტები ხელმისაწვდომი Billboard საქართველოს მკითხველისთვისაც იქნება. ყოველ კვირას ჩვენს პლატფორმაზე Billboard-ის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩარტი: Billboard Hot 100 და Billboard 200 გამოქვეყნდება.

Billboard-ის ჩარტები სათავეს ჯერ კიდევ 1913 წლიდან იღებს, როცა პირველი ჩარტი გამოქვეყნდა სახელწოდებით Last Week’s Ten Best Sellers Among The Popular Songs. გაყიდვების მიხედვით პირველი პოპჩარტი კი გამოცემამ 1936 წელს გააკეთა სახელწოდებით Ten Best Records for Week Ending, რომელშიც სამი ხმის ჩამწერი კომპანიისგან მოწოდებული 10 ყველაზე გაყიდვადი კომპოზიცია შედიოდა. 

დღეს Billboard-ს 50-ზე მეტი ჩარტი აქვს სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების მიხედვით. თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩარტები:  Hot 100, რომელშიც ყველა ჟანრის 100 საუკეთესო კომპოზიცია შედის და ერთგვარად საბაზისო ჩარტსაც წარმოადგენს და ასევე Billboard 200, რომელიც ალბომების რეიტინგს ასახავს. სწორედ ამ ორ ჩარტს შემოგთავაზებთ დღეიდან Billboard საქართველოს პლატფორმაზე. ჩარტები ყოველკვირეულად განახლდება. 

Billboard Georgia Charts

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sophie Villy-ს ახალი სიმღერა Flow

შემდეგი სტატია

პირველ იანვარს Billboard Stage-ზე TAMADA-ს კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი