ბიონსეს მამის მემუარები ფილმის სახით გამოვა

ფილმი ნოულზის წიგნის პირველი ნაწილის შესახებ იქნება, სადაც ის საკუთარ გამოცდილებას აღწერს 1960-იანი წლების რასობრივი უთანასწორობის პერიოდში.
მეთიუ ნოულზი
Santiago Felipe/Getty Images

მეთიუ ნოულზი, ცნობილი მუსიკალური მენეჯერი და ბიონსეს მამა, 2017 წელს გამოცემულ მემუარებს ფილმის სახით გამოსცემს. ამის შესახებ მისმა აგენტმა განაცხადა. 

ნოულზის წიგნი Racism From the Eyes of a Child როგორც სრულმეტრაჟიან ფილმად, ასევე სერიებად გამოვა. ფილმი წიგნის პირველ ნაწილს დაფარავს, რომელიც ალაბამაში ნოულზის ბავშვობას ეხება, როცა ის ერთ-ერთი იყო იმ ექვსი შავკანიანი მოსწავლიდან, რომლებიც თეთრკანიანთა სკოლაში დადიოდნენ. წიგნში ასევე აღწერილია ის, თუ როგორ მონაწილეობდა ნოულზი მშვიდობიან დემონსტრაციებში რასობრივი თანასწორობის მოთხოვნით. იგი ასევე აღნიშნავს, თუ როგორ განსაზღვრეს მისი პიროვნების ჩამოყალიბება ისეთმა ფიგურებმა, როგორებიც იყვნენ მარტინ ლუთერ კინგი, ალბერტ ტერნერი და რალფ ებერნათი. როგორც ცნობილია, ფილმის სცენარი უკვე მზად არის. 

მეთიუ ნოულზი ჯგუფ Destiny’s Child-ის მენეჯერი იყო, სადაც მისი ქალიშვილი ბიონსეც მღეროდა. 2011 წლამდე ნოულზი ბიონსეს სოლო კარიერის მენეჯერიც იყო.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პირველ იანვარს Billboard Stage-ზე TAMADA-ს კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

Janngo სადებიუტო ალბომს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი