სელენა გომესი მუსიკალური კარიერის დასრულებაზე მიანიშნებს

„ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი. ჩემი მიზანი სრულ განაკვეთზე მომღერლის კარიერა არასდროს ყოფილა. თუმცა, დროსთან ერთად ეს ჰობი [მუსიკა] რაღაც სხვად იქცა” – განმარტა ვარსკვლავმა.
ფოტო: ჰანტერ მორენო

პოდკასტ SmartLess ბოლო ეპიზოდის სტუმარი სელენა გომესი იყო. პოდკასტის წამყვანებთან ჯეისონ ბეიტმენთან, უილ არნეტთან და შონ ჰეისთან ინტერვიუს დროს გომესმა კარიერულ გეგმებზე ისაუბრა. ვარსკვლავის თქმით, მომავალში იგი მხოლოდ ერთი მიმართულებით კონცენტრირებას აპირებს. გამოცემა Deadline-მა პოდკასტის აღნიშნულ ეპიზოდს სტატია მიუძღვნა, სადაც გომესის სიტყვები გამოაქვეყნა.  „მუსიკა და საკონცერტო ტურნეებში მოგზაურობა ძალიან სახალისო იყო. როდესაც ჩემს სატელევიზიო შოუზე (Wizards of Waverly Place) ვმუშაობდი, პროცესი ძალიან მომეწონა და შემდეგ ამ გზას მივყევი. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად მინდება რაიმე ისეთი ვიპოვო, რაზეც შევჩერდები” – განმარტავს სელენა გომესი. 

სელენა გომესმა აღნიშნა, რომ მას სამსახიობო კარიერა სურს. გომესის თქმით, კიდევ ერთ ალბომზე ფიქრობს, თუმცა მაინც მსახიობობას ამჯობინებს. 

გომესმა თავისი მუსიკალური შემოქმედების ადრეული ეტაპი გაიხსენა. მისი თქმით, ამ სფეროში მაშინ მოხვდა, როდესაც Disney-ის სერიალში, Wizards of Waverly Place მთავარი როლი შეასრულა. „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Disney მანქანაა, რომელიც ჩემგან მოითხოვდა, მემღერა. მათ იციან, როგორ შეფუთონ ადამიანი.” როდესაც გომესმა Wizards of Waverly Place-ის თემატური სიმღერა ჩაწერა, Disney-მ მსახიობს ალბომზე მუშაობაც შესთავაზა. „ვიფიქრე, რომ ეს სახალისო იქნებოდა” – თქვა სელენა გომესმა. 

„ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი. ჩემი მიზანი სრულ განაკვეთზე მომღერლის კარიერა არასდროს ყოფილა. თუმცა, დროსთან ერთად ეს ჰობი [მუსიკა] რაღაც სხვად იქცა” – განმარტა ვარსკვლავმა. 

ბოლო პერიოდში სელენა გომესის სამსახიობო კარიერა კიდევ უფრო წარმატებულია. ეს Hulu-ს სერიალის, Only Murders in The Building დამსახურებაა. მსახიობმა ამ სერიალისათვის 2023 და 2024 წლების Golden Globes-ზე ორი ნომინაცია მიიღო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კლუბში „მტკვარზე” Kordz-ის მუსიკალური ლაივების სერია გაიმართა

შემდეგი სტატია

ემა სტოუნი ტეილორ სვიფტთან დამეგობრების ისტორიას ჰყვება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი