BBC Sound 2024 წლის გამოკითხვაში ჯგუფმა The Last Dinner Party-იმ  გაიმარჯვა

„წელს მუსიკის მიმართულებით საოცარ ამბებს ვგეგმავთ, ჩვენთვის ნამდვილად პატივია გამარჯვება.“ – ნათქვამია The Last Dinner Party-ის განცხადებაში
ემილი რობერტსი, ლიზი მალენდი, ჯორჯია დევისი, აბიგაილ მორისი და აურორა ნისშევი The Last Dinner Party-ის გადაღებები, ლონდონი, 2023 წლის 30 აგვისტო. ფოტო: ნიკოლ ნოდლენდი
ემილი რობერტსი, ლიზი მალენდი, ჯორჯია დევისი, აბიგაილ მორისი და აურორა ნისშევი The Last Dinner Party-ის გადაღებები, ლონდონი, 2023 წლის 30 აგვისტო. ფოტო: ნიკოლ ნოდლენდი

BBC Radio 1-ის ყოველწლიურ გამოკითხვაში გამარჯვებულად ბრიტანული ინდი-როკ ჯგუფი The Last Dinner Party დასახელდა.

ლონდონში დაფუძნებული კვინტეტის წევრები ემილი რობერტსი, ლიზი მალენდი, ჯორჯია დევისი, აბიგაილ მორისი და აურორა ნისშევი არიან. გასულ წელს  მათი სადებიუტო სინგლი Nothing Matters გამოვიდა, რომელიც შეერთებულ შტატებში ჰიტად იქცა.

ბენდი 2023 წელს  Glastonbury-ის ფესტივალზე წარდგა. ლონდონში  Hyde Park-ში, Rolling Stones-ის შოუ გახსნა და შეერთებულ შტატებში პირველი ტურნე გამართა.

„ძალიან გაგვიხარდა, როცა BBC Radio 1-ის 2024 წლის გამოკითხვაში გამარჯვებულად დაგვასახელეს. წელს მუსიკის მიმართულებით საოცარ ამბებს ვგეგმავთ, ჩვენთვის ნამდვილად პატივია გამარჯვება.“ – ნათქვამია The Last Dinner Party-ის განცხადებაში.

The Last Dinner Party გამარჯვებულად 140-ზე მეტმა მუსიკალურმა ექსპერტმა და არტისტმა შეარჩია, მათ შორის ოლივია როდრიგო, დეკლან მაკკენი, Chase & Status და  მაჰალია იყვნენ.

BBC Sound 2024 წლის გამარჯვებული ხუთეული კი ასე გამოიყურება:

The Last Dinner Party

ოლივია დინი

პეგი გოუ

ტაილა

Elmiene

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Prince-ის Purple Rain-ის მიხედვით სპექტაკლი დაიდგმება

შემდეგი სტატია

Coldplay -Yellow

Coldplay-ს მუსიკალურ ვიდეოს Yellow YouTube-ზე მილიარდობით  ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი