ქართველი მუსიკოსები ნიუ-იორკის Winter JazzFest-ზე წარდგებიან

ნიუ-იორკში Winter JazzFest მეოცე საიუბილეო წელს აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც ქართველი მუსიკოსებიც დაუკრავენ.
Winter Jazzfest
Winter Jazzfest

ნიუ-იორკის, 2024 წლის Winter JazzFest, 10-18 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა სივრცეში იმართება. ფესტივალის ფინალურ დღეს, 18 იანვარს ცნობილ ჯაზ კლუბ Nublu-ში მუსიკოსები, ხონძი (საქსოფონი), ლუკა თოფურია (კლავიში), სოსო ცაგარეიშვილი (დრამი), ხატია ქორიძე (ბასი) და როი ბენ ბაშატი (გიტარა) წარდგებიან.

„ნიუ იორკის ზამთრის ჯაზ-ფესტივალი, ზუსტად იმის ამსახველია, თუ რატომ ეძახიან ამ ქალაქს ჯაზის მსოფლიო დედაქალაქს.“ – წერია ჯაზ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ჯაზ კლუბ Nublu-ში საქსოფონისტის და კომპოზიტორის ხონძის არაერთი კონცერტი გამართულა, რის შემდეგაც მუსიკოსმა  Winter JazzFest-ზე მოწვევა მიიღო. 18 იანვარს კონცერტზე ხონძის სხვადასხვა პროექტებიდან კომპოზიციები შესრულდება. 

Khondzi
Khondzi

Winter JazzFest გამორჩეული  ფესტივალია, სადაც მსოფლიო ვარსკვავები უკრავენ. სხვადასხვა დროს ფესტივალზე მონაწილეობდნენ: ჯონ ბატისტი, კამას ვაშინგტონი, გრეგორი პორტერი, ჯეისონ მორანი და სხვები. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Diddy 2024 წლის გრემის დაჯილდოებას არ დაესწრება

შემდეგი სტატია

ნახეთ „ემის” დაჯილდოების გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი