მარკ ნოპფლერმა საქველმოქმედო სიმღერაში 60 გიტარისტი გააერთიანა

შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებულ მოზარდებს მოხმარდება.
მარკ ნოპფლერი
Joby Sessions/Guitarist Magazine/Future via Getty Images

ბრიტანელმა გიტარისტმა და ჯგუფ Dire Straits-ის დამფუძნებელმა მარკ ნოპფლერმა We Are the World-ის მსგავსი საქველმოქმედო სიმღერა ჩაწერა 60 ლეგენდარული გიტარისტის მონაწილეობით. კომპოზიციიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებულ მოზარდებს მოხმარდება. მონაწილეებს შორის არიან ბრიუს სპრინგსტინი, სლეში, ერიკ კლეპტონი, პიტერ ტაუნსენდი, სტინგი, დევიდ გილმორი და სხვები. 

ნოპფლერის 1982 წლის კომპოზიცია Going Home-ის (ფილმ Local Hero-ს მუსიკალური თემა) ახალ ვერსიაში ასევე მონაწილეობენ რინგო სტარი, ნაილ როჯერსი და ლეგენდარული ჯეფ ბეკი, რომლისთვისაც ეს გარდაცვალებამდე ბოლო ჩანაწერი აღმოჩნდა. სიმღერის პროდიუსერი Dire Straits-ის კიდევ ერთი წევრი, გაი ფლეტჩერია. Going Home 15 მარტს გამოვა.

გავრცელებულ განცხადებაში ნოპფლერი ამბობს: „წარმოდგენა არ მქონდა, რომ საბოლოოდ ასეთი რამ გამოვიდოდა. მე და გაის საკმაოდ დიდი ხნის წინ მოგვივიდა იდეა, რომ ეს კომპოზიცია რაღაცნაირად გაგვეფართოებინა, რომ იმდენი ხალხის შემოერთება შეგვძლებოდა, რამდენიც შემოგვიერთდა. სანამ გავერკვეოდით, თუ რას ვაკეთებდით, ჩემს სტუდიაში პიტერ ტაუნსენდი მოვიდა გიტარითა და ხმის გამაძლიერებლით შეიარაღებული. მისი პირველი აკორდი უბრალოდ ფანტასტიკური იყო. შემდეგ ერიკ კლეპტონი მოვიდა და დიდებულად დაუკრა. შემდეგ ჯეფ ბეკის ჩანაწერიც დაგვეწია, რომელიც სრულიად გამაოგნებელი იყო. მგონი, ზედმეტად ბევრი კარგი რამ მოხდა. Საუკეთესო პერიოდი იყო.”

მოწვეული მუსიკოსების უმრავლესობა გიტარაზე უკრავს, რამდენიმე მათგანის გარდა: რინგო სტარი და მისი ვაჟი ზაკ სტარკი – დასარტყამ ინსტრუმენტებზე, სტინგი – ბასზე, ხოლო Who-ს ვოკალისტი როჯერ დალტი თავის პარტიას ჰარმონიკაზე ასრულებს. 

Სიმღერის თავდაპირველი ვერსია ნოპფლერის პირველი სოლო სინგლია, რომელიც მან 1983 წელს შოტლანდიური კომედიური დრამისთვის დაწერა. მას შემდეგ კომპოზიცია ნოპფლერის ლაივების სავიზიტო ბარათი გახდა. სიმღერა ასევე სრულდება საფეხბურთო გუნდ Newcastle United F.C.-ის ყოველი საფეხბურთო მატჩის წინ. 

ნახეთ კომპოზიციის მცირე მონაკვეთი და მონაწილეთა სრული სია:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„სიცხადე ჰგავს კომეტის ნატეხებს” – Eko & Vinda Folio-ს ახალი ვიდეოკლიპი

შემდეგი სტატია

ოზი ოსბორნი - ფოტო: როს ჰალფინი

ოზი ოსბორნი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მეორედ არის წარდგენილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი