დოკუმენტური ფილმის ტრეილერში პოლ საიმონი არტ გარფანკელთან მეგობრობაზე საუბრობს

ორნაწილიანი ფილმის სატელევიზიო პრემიერა მარტში შედგება.
პოლ საიმონი
Theo Wargo/Getty Images for Global Citizen

პოლ საიმონის თაყვანისმცემლები მალე თავიანთი საყვარელი მუსიკოსის სამოცდაათწლიანი კარიერის დეტალებს ფილმში In Restless Dreams: The Music of Paul Simon ნახავენ. ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმის სატელევიზიო პრემიერა მარტში შედგება. 

„მეუბნებოდნენ ხოლმე: შენ პულსზე გიდევს თითი,” – ამბობს ფილმის ტრეილერში პოლ საიმონი. „არა, მე არ მიდევს თითი პულსზე, მე უბრალოდ თითი მაქვს, რომლის ქვეშაც პულსი სცემს.” ფილმის პრემიერა შარშან ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ახლა კი მას ფართო აუდიტორია MGM+-ზე ორ ნაწილად, 17 და 24 მარტს იხილავს.

ფილმი მოიცავს მუსიკოსის აქამდე უცნობ კადრებს, დაწყებული მისი პირველი დღეებიდან დუეტში Simon & Garfunkel, დასრულებული 1986 წლის ალბომ Graceland-ის მსოფლიო ტრიუმფით. მაყურებელი ასევე ნახავს, თუ როგორ იქმნებოდა საიმონის 2023 წლის ალბომი Seven Psalms.

„არასოდეს მიფიქრია სხვა პროფესიაზე, გარდა მომღერლობის და სიმღერების ავტორობისა“ – აღნიშნავს The Sound of Silence-ის ავტორი. სხვათა შორის, სწორედ ამ სიმღერის ტექსტის ერთ-ერთი ფრაზაა გამოყენებული ფილმის სათაურად (In Restless Dreams). 

საიმონისა და გარფანკელის თანამშრომლობით, რომელიც ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს Tom & Jerry-ის სახელწოდებით დაიწყო, 1960-იან წლებში ათობით ჰიტი და არაერთი ალბომი შეიქმნა. წყვილი 1970 წელს დაიშალა, თუმცა მას შემდეგ მათი თანამშრომლობა რამდენჯერმე კიდევ შედგა ერთჯერად შოუებსა და 1993 წლის მსოფლიო ტურნეში. Მიუხედავად ამისა, პოლ საიმონსა და არტ გარფანკელს ერთობლივი ალბომი აღარ ჩაუწერიათ.

„არტი… ეს ძალიან კარგი მეგობრობა იყო,” – იხსენებს საიმონი არტ გარფანკელს. „ჩვენ ვფიქრობდით, რომ უნდა გამოგვეხატა ის, რასაც ჩვენი თაობა გრძნობდა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„დიზერის” მომხმარებელთა რაოდენობა B2B პარტნიორობის დამსახურებით გაიზარდა

შემდეგი სტატია

მადამ ტუსოს მუზეუმმა ჯასტინ ბიბერს ახალი ცვილის ფიგურა დაუდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი