Nini Iris-ის კონცერტი იმ სცენაზე გაიმართება, სადაც ჯიმი ჰენდრიქსს, ბობ დილანსა და ჯენის ჯოპლინს დაუკრავთ

10 აპრილს ნიუ-იორკის ცნობილ მუსიკალურ სივრცეში Cafe Wha ქართველი მომღერლის, Nini Iris-ის პერფორმანსი შედგება.

ნინი ბრეგვაძე სასცენო სახელით Nini Iris ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი მომღერალია, ის 2023 წლის ამერიკული „ვოისის“ მონაწილე იყო.

რამდენიმე დღის წინ Nini Iris-მა სოციალურ მედიაში მომავალი კონცერტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მისი პერფორმანსი ისეთ ცნობილ და ისტორიულ სცენაზე შედგება, სადაც ლეგენდარულ შემსრულებლებს – ჯიმი ჰენდრიქსს, ბობ დილანს, ჯენის ჯოპლინსა და მრავალ სხვა ცნობილ მუსიკოსს დაუკრავთ.

„მე გამოვდივარ Cafe Wha-ში? რვა წლის წინ,  ნიუ-იორკში ჩემი ოცნებების ასასრულებლად ჩამოვედი, ახლა კი ჩემს საკუთარ კომპოზიციებს ისეთ სცენაზე შევასრულებ, სადაც ჯიმი ჰენდრიქსს, ბობ დილანს, ჯენის ჯოპლინს და სხვა ლეგენდარულ შემსრულებლებს დაუკრავთ.“ – წერს Nini Iris.

კონცერტი 10 აპრილს, ნიუ-იორკის Cafe Wha-ში გაიმართება, ბილეთების შეძენა კი ამ ბმულზეა შესაძლებელი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Cardi B

Cardi B-იმ ახალი სიმღერა გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

„დიზერის” მომხმარებელთა რაოდენობა B2B პარტნიორობის დამსახურებით გაიზარდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი