ბონოს ავტობიოგრაფიული აუდიოწიგნი Surrender 2024 წლის გამარჯვებულად დასახელდა

გამარჯვებულთა შორის ასევე დასახელდნენ: ლესლი ჯონსი, ოდრა მაკდონალდი, მიშელ ობამა, მერილ სტრიპი და პატრიკ სტიუარტი
ბონო, 2018 წლის 10 ოქტომბერი, ბელგია. ფოტო: ოლივერ ჰოსლეტი
ბონო, 2018 წლის 10 ოქტომბერი, ბელგია. ფოტო: ოლივერ ჰოსლეტი

U2-ს სოლისტ ბონოს აუდიოწიგნი Surrender 2024 წლის Audie Awards-ზე საუკეთესო აუდიოწიგნად დასახელდა. დაჯილდოება 4 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა.

ბონოს აუდიოწიგნი, რომლის ქვესათაურია „40 სიმღერა და ერთი ამბავი“, 2022 წლის ნოემბერში  Penguin Random House Audio-ს გამომცემლობით გამოიცა. მისი ხანგრძლივობა 20 საათი და 25 წუთია. ალბომი Songs of Surrender 2023 წლის 17 მარტს გამოიცა, ხოლო მისი დებიუტი ბილბორდ 200-ში ამავე წლის აპრილში შედგა, სადაც ალბომმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

აუდიოწიგნების დაჯილდოებაზე ოთხი ფინალისტი იყო დასახელებული: All the Sinners Bleed – შონ ანდრე კოსბის ავტორობით და ადამ ლაზარ-უაიტის გახმოვანებით,   Inside Voice: My Obsession with How We Sound, რომლის ავტორი და მთხრობელი ლეიკ ბეილია, Sing a Black Girl’s Song – ნტოზეიკ შანჯის ავტორობითა და ალფრედ ვუდარდის გახმოვანებით და Tom Lake – ენ პაჩეტის ავტორობით, სადაც მთხრობელი მერილ სტრიპია.

დაჯილდოების ცერემონიას ისკარზე ნომინირებული სცენარისტი ნია ვარდალოსი უძღვებოდა, წამყვანები კი 2024 წლის აუდიო ჯილდოს მფლობელი ფელისია დეი, 2024 წლის ფინალისტი ლეიკ ბეილი და 2021 წლის ფინალისტი სამირა უილი იყვნენ.

ამერიკის ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ ბიზნეს განვითარების კატეგორიაში აუდიოწიგნით The Light We Carry გაიმარჯვა, ტონის ექვსგზის გამარჯვებულმა ოდრა მაკდონალდმა ლიტერატურული ფანტასტიკისა და კლასიკის კატეგორიაში – ჰომეროსის „ილიადით“, ხოლო იუმორისტული ჟანრის კატეგორიაში ლესლი ჯონსის წიგნი Leslie F*cking Jones გამოარჩიეს.

ჯილდოებს აუდიო გამომცემელთა ასოციაცია (APA) გასცემს. APA 1986 წლიდან აუდიო გამომცემლობების გაერთიანებაზე და აუდიოწიგნების ინტერესის გაზრდაზე და მის მნიშვნელობაზე მუშაობს.

გამარჯვებულთა სრული სიის ნახვა APA-ს ვებგვერდზეა შესაძლებელი: audiopub.org.

ნახეთ 2024 Audie Award-ის გამარჯვებულები:

წლის აუდიო წიგნი

Surrender

ავტორი და მთხრობელი – ბონო

გამომცემლობა: Penguin Random House Audio

ავტობიოგრაფია/მემუარები

Making It So

ავტორი და მთხრობელი – პატრიკ სტიუარტი

გამომცემლობა Simon & Schuster Audio

ბიზნესი / პიროვნული განვითარება

The Light We Carry

ავტორი და მთხრობელი – მიშელ ობამა

გამომცემლობა: Penguin Random House Audio

ფენტეზი

The Dragon Reborn

რობერტ ჯორდანის ავტორობით და როზამუნდ პაიკის მიერ გახმოვანებული

გამომცემლობა – Macmillan Audio

სამეცნიერო ფანტასტიკა

Tom Lake

ავტორი: ენ პაჩეტი, მთხრობელი: მერილ სტრიპი

გამომცემლობა HarperAudio

იუმორისტული

Leslie F*cking Jones

ავტორი და მთხრობელი ლესლი ჯონსი

გამომცემლობა:  Hachette Audio

ლიტერატურული ფანტასტიკა და კლასიკა

ჰომეროსის „ილიადა

ემილი უილსონის თარგმანი, მთხრობელი ოდრა მაკდონალდი

გამომცემლობა:  Audible Studios

მოთხრობათა კრებული

Wild and Precious: A Celebration of Mary Oliver

ავტორი: მერი ოლივერი, თანაავტორები: სოფია ბუში, როს გეი, სამინ ნოსრატს, რაინ უილსონი და სიუზან კეინი 

მთხრობელი: სოფია ბუში

გამომცემლობა:  Pushkin Industries

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნანი ბრეგვაძე და მანანა მენაბდე ქართული ბრენდის Situationist-ის სარეკლამო კამპანიის სახეები არიან

შემდეგი სტატია

სემ სმითი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში  პოდიუმზე წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ – სოხუმის თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა

სემინარს კულტურის მარკეტინგისა და მენეჯმენტის რუმინელი სპეციალისტი რალუკა რადოი უძღვებოდა.
მეტი

ნახეთ, 2025 წლის Billboard Women in Music-ის შემსრულებულთა, წამყვანთა და საპატიო ჯილდოს მფლობელთა სრული სია

წამყვანებს შორის არიან ისეთი ქალი არტისტებიც, რომლებიც წინა წლის Women in Music ღონისძიებებზე დაჯილდოვდნენ.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი
ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი
კონან ო’ბრაიენი 97-ე ოსკარის დაჯილდოებაზე, Dolby Theatre-ის სცენაზე, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლივუდი, კალიფორნია. კევინ უინთერი/Getty Images

კონან ო’ბრაიენმა ოსკარებზე Drake-ის და კენდრიკ ლამარის დაპირისპირების შესახებ იხუმრა

ამ ციტატის შემდეგ ოსკარების წამყვანმა დაამატა: „არ ინერვიულოთ, ჩემი ადვოკატები ამისთვის მზად არიან!“
მეტი