არიანა გრანდემ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ფილმს Eternal Sunshine of the Spotless Mind. 2004 წლის ფანტასტიკის ჟანრის რომანტიკული დრამა მომღერალმა ამჯერად თავის ახალ კლიპში, სიმღერაზე We Can’t Be Friends (Wait for Your Love), გააცოცხლა. ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე გრანდემ კლიპის გადაღების პროცესის ამსახველი ვიდეო გაავრცელა და გამომწერები კულისებში შეახედა.
„ეს ვიდეო ჩვენი მოკლე ვერსიაა ფილმისა Eternal Sunshine, თუმცა განსხვავებული დასასრულით. ორივე პერსონაჟი გადაწყვეტს, დაასრულონ თავიანთი ტოქსიკური ურთიერთობის ციკლი და საბოლოოდ სხვა ადამიანებთან მიდიან,” – ამბობს გრანდე ვიდეოში. „ეს არის ამბავი ტკივილის წაშლაზე და იმაზე, რომ მხოლოდ საუკეთესო გინდა მისთვის მაშინაც კი, თუ ეს ერთად ყოფნას არ ნიშნავს.”
ვიდეოკლიპში არიანა გრანდე თავის ყოფილ სასიყვარულო ისტორიასაც ეხმაურება. მისი ყოფილი შეყვარებულის როლს ევანს პიტერი ასრულებს.
არიანა გრანდეს ახალი ალბომი Eternal Sunshine 9 მარტს გამოვიდა და უკვე Billboard-ის 200 ალბომის ჩარტის ლიდერია. მას წინ უძღოდა ალბომის პირველი სინგლი Yes, And?, რომელმაც Billboard Hot 100-ის პირველ ადგილი დაიკავა.
10 მარტს გრანდემ Wicked-ის პარტნიორთან, სინთია ერივოსთან ერთად ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო სიმღერის ნომინაცია წარადგინა. მას სიხარულის შეძახილი აღმოხდა, როცა წაიკითხა, რომ გამარჯვებული მისი მეგობარი ბილი აილიში გახდა.
ნახეთ არიანა გრანდეს ვიდეო We Can’t Be Friends-ის ვიდეოკლიპის გადასაღები მოდენიდან: