ცნობილი საქსოფონისტი კეისი ბენჯამინი გარდაიცვალა

კეისი ბენჯამინი ბექა გოჩიაშვილისა და DJ Logic-ის პროექტის წევრი იყო და თბილისს ბოლოს 2023 წლის დეკემბერში, Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში სტუმრობდა.
კეისი ბენჯამინი

გარდაიცვალა ცნობილი მუსიკოსი – საქსოფონისტი, ვოკოდერისტი, პროდიუსერი და  კომპოზიტორი, 2 გრემის მფლობელი კეისი ბენჯამინი. ინფორმაცია დღეს გავრცელდა, თუმცა მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დაუსახელებიათ. მუსიკოსი 46 წლის იყო. 

სხვადასხვა დროს კეისი ბენჯამინი ისეთ ვარსკვლავებთან მუშაობდა, როგორებიც არიან კენდრიკ ლამარი, ბიონსე, ჯონ ლეჯენდი და სხვები. ის უკრავდა ბექა გოჩიაშვილისა და DJ Logic-ის ერთობლივ პროექტშიც, რომლითაც თბილისს ბოლოს 2023 წლის დეკემბერში, Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ეწვია

„ჰოლივუდმა კიდევ ერთი ძვირფასი ქვა დაკარგა,” – ასე ეხმაურებიან კეისი ბენჯამინის გარდაცვალებას მედიაში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ინტერვიუ მერაბ სეფაშვილთან, რომლის შესრულებული სიმღერაც ქართული საფეხბურთო გამარჯვების ჰიმნად იქცა

შემდეგი სტატია

ლაშა გაბუნია ჯგუფ „სახლის” აქამდე უცნობ სიმღერებს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი