ემი უაინჰაუსის ვიდეოკლიპის, Tears Dry On Their Own, რეჟისორმა დევიდ ლაშაპელმა ვიდეოს ახალი ვერსია წარადგინა. კლიპი თავდაპირველი ვიდეოს გადაღების პროცესის აქამდე უცნობი კადრებით არის აწყობილი. კომპოზიცია მომღერლის 2006 წლის ალბომში Back to Black არის შესული.
ვიდეოკლიპი მომღერალზე გადაღებული ფილმის, Back to Black-ის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა. ვიდეოში უაინჰაუსი მისთვის დამახასიათებელი კოქტეილის კაბით, კატის თვალების მაკიაჟითა და ჩვეული ვარცხნილობით ქუჩებში სეირნობს და მღერის.
ფილმ Back to Black-ის ოფიციალური ტრეილერი თებერვალში გამოქვეყნდა. ფილმის პრემიერა დიდ ბრიტანეთში 10 აპრილს, ხოლო აშშ-ში 17 მაისს შედგება.
იანვარში ასევე გამოვიდა ახალი ვერსია უაინჰაუსის ვიდეოკლიპისა In My Bed. ვიდეო მომღერლის სადებიუტო ალბომის, Frank-ის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასშიც აქამდე უცნობი კადრებია ნაჩვენები.
ემი უაინჰაუსი 2011 წელს 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Ნახეთ Tears Dry on Their Own-ის ვიდეოკლიპის ახალი ვერსია: