Aine Merme-ს მუსიკალური საღამო

„ახალი EP სულ ოთხი სიმღერისგან შედგება რომელიც მუსიკის ჩემეულ აღქმას ასახვას და ინსტრუმენტული მუსიკის შესაძლებლობებს სხვადასხვა ეპოქის ჟანრების მიჯნაზე იკვლევს.“
Aine Merme
Aine Merme

13 აპრილს Left Bank-ში ქართველი არტისტის, Aine Merme-ს მუსიკალური საღამო გაიმართა. Aine Merme მუსიკოსის, სიმღერების ავტორისა და მწერლის, ნატუკა ნაცვლიშვილის სასცენო სახელია. 

Aine Merme

Aine Merme-ს მუსიკალური ბექგრაუნდი საკმაოდ მრავალმხრივია.  მან გიტარაზე დაკვრა 14 წლის ასაკში დაიწყო და მალევე აღმოჩნდა თბილისის პანკ-მუსიკის გარემოცვაში. მისი მუსიკა, ატიპიური შესრულების მანერა და სტილი ხშირად არღვევს სიმღერის კლასიკურ სტრუქტურას.

Aine Merme  Left Bank-ის ღია სივრცეში აუდიტორიის წინაშე ხატია ქორიძესთან (ბასი) ნიკა გაბაძესთან (გიტარა) და სოსო ცაგარეიშვილთან (დრამი) ერთად წარდგა, სადაც ძველი და ახალი კომპოზიციები შეასრულა.

Aine Merme-ს საავტორო მუსიკა არ ჯდება ერთ რომელიმე კონკრეტულ ჟანრში, მისი საშემსრულებლო მანერა და დამახასიათებელი უჩვეულო ჟღერადობა მსმენელში ყოველთვის  განსხვავებულ ემოციას აღძრავს.  მინორული მელოდიები და ღრმა შინაარსიანი ტექსტები Aine Merme-ს შინაგან სამყაროს ნათლად აჩვენებს.

Aine Merme  (ნატუკა ნაცვლიშვილი)

„ამ ლაივზე ორი კომპოზიცია გაჟღერდა EP-დან, რომელიც უახლოეს მომავალში დარელიზდება. ახალი EP სულ ოთხი სიმღერისგან შედგება  რომელიც მუსიკის ჩემეულ აღქმას ასახვას და  ინსტრუმენტული მუსიკის შესაძლებლობებს სხვადასხვა ეპოქის ჟანრების მიჯნაზე იკვლევს.“

ვინც Left Bank-ში Aine Merme-ს ლაივზე ვერ მოახერხეთ მისვლა, მის ლაივ პერფორმანსზე დასწრების შესაძლებლობა უახლოეს მომავალში მოგეცემათ, ასე რომ თვალი ადევნეთ მის გვერდს და გაიგეთ სად ჩატარდება  Aine Merme-ს  მომდევნო მუსიკალური საღამო.

მოისმინეთ Aine Merme-ს სიმღერა All you have to do

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანუშკა ჩხეიძის ალბომი – Clean Clear White მუსიკალურ სტრიმინგ პლატფირმაზე გამოიცა

შემდეგი სტატია

კორტნი ლავი 2019 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე. ფოტო: ნიკოლას ჰანტი

კორტნი ლავის თქმით ტეილორ სვიფტი არ არის საინტერესო არტისტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი