ტეილორ სვიფტმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სახე Post Malone-ის მსგავსი ტატუებით აქვს მოხატული

Fortnight ტეილორ სვიფტის პირველი მუსიკალური ვიდეოა ახალი ალბომიდან სახელწოდებით The Tortured Poets Department.

19 აპრილს ტეილორ სვიფტმა მუსიკალური ვიდეო სახელწოდებით Fortnight გამოაქვეყნა, რომელშიც Post Malone-იც მონაწილეობს. სიმღერა ტეილორ სვიფტის მეთერთმეტე სტუდიური ალბომის, The Tortured Poets Department-ის პირველი მუსიკალური სინგლია, რომელიც ტეილორ სვიფტის, Post Malone-ის და ჯეკ ანტონოვის თანაპროდიუსერობით არის შექმნილი.

ვიდეო კლიპში ტეილორ სვიფტს სახე Post Malone-ის მსგავსი ტატუებით აქვს სახე მოხატული. მისი პერსონაჟი ვიდეო-კლიპში თეთრ ოთახშია გამოკეტილი და ელექტროთერაპიას გადის, საიდანაც თავის დაღწევას ცდილობს.

ვიდეო-კლიპის გამოქვეყნების შემდეგ ტეილორ სვიფტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: 

„როდესაც Fortnight-ის მუსიკალურ ვიდეოს ვწერდი, მინდოდა სხვადასხვა სამყარო მეჩვენებინა, რომელსაც ჩემს თავში ვხედავ. სწორედ ეს სხვადასხვა სამყარო გასდევს ამ მუსიკის შექმნას ფონად. ამ სიმღერაში ყველაფერი მეტაფორა ან მინიშნებაა. ჩემთვის ეს ვიდეო და მასში მოთხრობილი ისტორიები ამ მუსიკალური ჩანაწერის იდეალური ვიზუალური პრეზენტაციაა. მადლობელი ვარ Post Malone-ის, რომელმაც ამ მუსიკალურ კოლაბორაციაში ყველაფერი ჩადო.  ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ შესაძლებლობა მომეცა, ამ საოცარ ადამიანებთან ერთად მემუშავა, ბრწყინვალე კინემატოგრაფისტ როდრიგო პრიეტოსთან და საოცნებო გუნდთან ერთად. წარმოების დიზაინერი ეთან ტობმენია, მემონტაჟე – ჩენკლერ ჰეინსი, პროდიუსერი ჯილ ჰარდინი და აღმასრულებელი პროდიუსერი დომ ტომასი. მთელმა შემოქმედებითმა გუნდმა ეს ვიდეო საოცნებო გადაღებად აქცია. მადლობა ყველა ვინც მასში მონაწილეობს და მადლობა მათ ვინც ამ ვიდეო-კლიპს ნახავს.“

ტეილორ სვიფტმა სინგლი Fortnight ალბომ The Tortured Poets Department-ის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. ვიდეო Post Malone-თან თანამშრომლობით არის შექმნილი, ამის შესახებ ტეილორ სვიფტმა ტვიტერზე პოსტიც გამოაქვეყნა: “@postmalone-ის დიდი გულშემატკივარი ვიყავი, გამომდინარე იქიდან რომ ის საოცარი მწერალია. მისი მუსიკალური ექსპერიმენტები და მელოდიები, რომელსაც ის ქმნის, სამუდამოდ გებეჭდება გონებაში. ამ ჯადოქრობის მოწმე მეც ვარ, როდესაც ჩვენ Fortnight-ზე ერთად ვმუშაობდით.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში გრემის დაჯილდოებაზე, 2024 წლის 4 თებერვალი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: გილბერტ ფლორესი

ბილი აილიშმა ახალ ალბომში შესული სიმღერების სია გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

Ninshū- (ლევან ქათამაძე)

ქართველი არტისტის,  Ninshū-ს (ლევან ქათამაძე) ახალი ალბომი   Presence –  ინტერვიუ Billboard საქართველოსთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი