„ხელოვნური ინტელექტი და მუსიკალური ინდუსტრია. მუზების შერკინება”

არიელ დევისის ილუსტრაცია
არიელ დევისის ილუსტრაცია

ავტორი: Სერგი გვარჯალაძე 

Ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიები  ცხოვრების ყველა ასპექტზე მოახდენს გავლენას. მუსიკალური ინდუსტრია კი ერთ-ერთი სფეროა, რომელიც ყოველთვის ასეთი ცვლილებების პირველ სატესტო მოედნად იქცევა ხოლმე, იქნება ეს ელექტროგიტარის ან სინთეზატორის გამოგონება თუ ციფრული მუსიკალური პლატფორმებით ტრადიციული მუსიკალური მაღაზიების ჩანაცვლება. ტექნოლოგია ყოველთვის ავითარებდა ან რადიკალურად ცვლიდა მუსიკალურ ინდუსტრიას. 

ალბათ არასდროს დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ფლეილისთი, რომელსაც თქვენ მუსიკალური პლატფორმები გთავაზობენ, ხშირ შემთხვავაში სწორედ Ai ტექნოლოგიითაა შექმნილი. ამ შემთხვევაში “მანქანა” მონაცემთა უზარმაზარ მასას აანალიზებს და თქვენს მუსიკალურ  გემოვნებას, განწყობასა და აქტივობებსაც კი ითვალისწინებს, რათა პერსონიფიცირებული მუსიკალური რეპერტუარი შემოგთავაზოთ.

ხელოვნური ინტელექტი უკვე ვიდეოკლიპების გენერირებასაც ახერხებს. ინტერნეტში არაერთი ვიდეო განთავსდა, რომელიც მსგავს მანიპულაციებს გვთავაზობს.  თებერვალში ჯგუფმა IDLES ახალი სინგლისათვის GRACE ჯგუფ Coldplay-ს ცნობილი სიმღერის, Yellow-ს მუსიკალური ვიდეოს ერთგვარი Ai ომაჟი შემოგვთავაზა. ქსელში უკვე არაერთი გენერატორია განთავსებული, რომელიც ასეთი პროდუქციის შექმნას გვთავაზობს და უკვე ნათელია, რომ ვიდეო გენერირების ასეთი მაგალითები სულ უფრო და უფრო დაიხვეწება და საყოველთაო მოხმარების საგანი გახდება.

IDLES – GRACE

სამომავლოდ ეს ტექნოლოგიები ასევე ვირტუალურ კონცერტებსაც დააგენერირებს,   რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვირტუალურად  დავესწროთ The Beatles-ის ან Queen-ის გამოსვლებს. ეს სიახლე, რასაკვირველია, გაზრდის მომხმარებლის ჩართულობას და,  შესაბამისად, ახალ სარეკლამო სივრცეებსა და მონეტიზაციის საშუალებას შესთავაზებს ინდუსტრიას.

მუსიკალური პროდუქტის შექმნის პროცესიც კი რადიკალურად იცვლება. ამ ეტაპზე უკვე არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია Ai, რაც  საშუალებას გვაძლევს უნიკალური ინსტრუმენტები ან ხმოვანება დავაგენერიროთ. Მნიშვნელოვანი როლი აქვთ ხელოვნურ ასისტენტებს, რომლებიც ფაქტობრივად მუსიკოსებს პარტნიორობას გაუწევენ და მუსიკალური ნაწარმოების შექმნაში დაეხმარებიან. 

განსაკუთრებულ ყურადღებას მუსიკალური გენერატორებიც ითხოვენ. ორიოდე კვირის წინ საცდელად ერთ-ერთ ასეთ გენერატორზე ტექსტური ბრძანებებით, სრულიად ახალი afro-funk-punk-beat სიმღერები (ტექსტით) დავაგენერირე და ახალ ჯგუფს ცნობილი ქართველი მუსიკალური კრიტიკოსის, გია ხადურის (X Adure)  სახელი დავარქვი, ასევე გამოსახულების გენერატორით საიმიჯო ფოტო “შევქმენი” და დიდხანს ვარწმუნებდი ჩემს მეგობრებს, რომ მსგავსი ჯგუფი საერთოდ, ყოველ შემთხვევაში ამ პლანეტაზე, არ არსებობს.

რასაკვირველია, მსგავსი გენერატორები არსებული მეგა მონაცემთა ბაზიდან „ქაჩავენ” ინფორმაციას და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიან პირველწყაროს მიგნებას, რაც თავის თავად განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის მუსიკოსების საავტორო უფლებების დაცვას.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე არაერთი პეტიცია და მიმართვა გაჟღერდა მუსიკოსებისაგან, რომლებიც ამ სფეროს რეგულირებას ითხოვენ. შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ევროგაერთიანებაში ამ ტექნოლოგიის გაჩენამ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაც კი გამოიწვია. თუმცა, კანონმდებლები, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შოკში არიან და ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პერსპექტივაშია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს მუსიკოსებს. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან გენერირებული მუსიკა თავის ადგილს დაიკავებს, როგორც იაფფასიანი, სწრაფად შექმნილი (fast food) ჟანრი, ხოლო „ხელნაკეთი”, ადამიანის ემოციებით შექმნილი მუსიკა კვლავაც დარჩება მოხმარებაში და გაახარებს მელომანებს. ასე რომ, არ დანებდეთ და განაგრძეთ (თუნდაც Ai გენერირებულ) მუზებთან ფლირტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს წინანდალსა და თბილისში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს

შემდეგი სტატია

ჯანსუღ კახიძის სახელობის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი