will kolak -ის და Skazz-ის ვოკალისტ საბა ვაშაყმაძის კოლაბორაცია, სიმღერით KHMAS

„კოლაბორაციის იდეა ახალი არ იყო. იდეის სისრულეში მოყვანა კი არაორდინალური და მომხიბვლელი აღმოჩნდა.“
will kolak - KHMAS ft. saba [skazz]
will kolak – KHMAS ft. saba [skazz]

რამდენიმე დღის წინ გარაჟ-როკ ტრიოს, will kolak-ისა და  პოსტ-პანკ ბენდის, Skazz-ის ფრონტმენის, საბა ვაშაყმაძის ერთობლივი ნამუშევარი, სახელწოდებით KHMAS გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსებს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ, ეს მათი პირველი ერთობლივი სინგლია. აღსანიშნავია, რომ will kolak-ისთვის ეს პირველი ქართულენოვანი სიმღერაცაა. კომპოზიციას 90-იანი წლების გაცრეცილი VHS-ის გამოსახულების  ვიდეოვიზუალი ახლავს, რომელზეც ლიკა ბაინდურაშვილმა იმუშავა.

will kolak – KHMAS ft. saba [skazz]

საბა ვაშაყმაძე, SKAZZ-ის ფრონტმენი:

ბიჭებს წლებია ვიცნობ, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა Open Air ზე Scratch the floor-ს მოვუსმინე და მას შემდეგ მათი მსმენელი გავხდი, წლების შემდეგ კი მსმენელის გარდა მეგობარიც და მაგ პერიოდიდან მოყოლებული არაერთხელ გვიმუშავია ერთად მუსიკაზე. ამ კოლაბის სურვილიც წლების წინ გაჩნდა, მაშინ, როცა არც SKAZZ და არც Will Kolak არ არსებობდა. თორნიკემ არც ისე დიდი ხნის წინ ბიჭებთან ერთად დაიწყო ამ კომპოზიციის წერა და, როცა ტრეკზე მუშაობის ერთად გაგრძელება შემომთავაზა, ძალიან, ძალიან გამიხარდა. ჩვენი დიდი ხნის სურვილი ავისრულეთ. შედეგით ყველანი კმაყოფილები ვართ, დანარჩენი ხალხმა შეაფასოს.

თორნიკე ცორიკიშვილი, will kolak-ის ვოკალიტი:

დემო რომ გადავუგზავნე საბას, მალევე მესტუმრა ჩემს ჰოუმ სტუდიოში. უკვე მზად ჰქონდა თავისი პარტია. ტექსტის ნაწილიც ძალიან მალე დავალაგეთ და 15 წუთში მოვრჩით ტრეკს. საბა სუპერ პროფესიონალია თავისი საქმის და ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული მუსიკოსი თანამედროვე ქართულ სცენაზე. მასთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. კმაყოფილები ვართ შედეგით და ერთად მუშაობის პროცესით.

გიგი ჯღარკავა, will kolak-ის დრამერი:

კოლაბორაციაზე მუშაობა მეტად საინტერესო იყო. will kolak ჩემთვის გარაჟული 3/3 – ია, რომლის 1/3 – ად ყოფნის პატივი და ბედნიერება მერგო. კოლაბორაციის იდეა ახალი არ იყო, იდეის სისრულეში მოყვანა კი არაორდინალური და მომხიბვლელი აღმოჩნდა. საბას, როგორც მუსიკოსის დიდი მსმენელი ვარ. ვფიქრობ, ჩვენი ვაიბები ერთმანეთში საინტერესოდ ჩაჯდა და სინგლში საკმარისად გადმოიცა მუსიკალური სათქმელი.

ირაკლი ბრეგვაძე, will kolak-ის ბასისტი: 

ლიკა ბაინდურაშვილთან უკვე დიდი ხანია ვმეგობრობთ და ვმუშაობთ. მან ზუსტად იცის, რა ხასიათის ვიდეოები გვინდა ხოლმე. ამჯერადაც ერთად მოვიფიქრეთ მარტივი და ენერგიული ვიდეო. Khmas – ჩვენი პირველი ქართულენოვანი ტრეკია ამ ეტაპზე და მომავალშიც ვფიქრობთ, რომ გავაგრძელებთ ენებით ექსპერიმენტებს.

მოისმინეთ will kolak – KHMAS ft. saba [skazz]

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანდრეა ბოჩელი ფოტო ლუკა როზეტი

ანდრეა ბოჩელი მუსიკალური კარიერის 30 წლის იუბილეს სამდღიანი კონცერტით აღნიშნავს

შემდეგი სტატია

ემინემის Mockingbird-ის კლიპმა Youtube-ზე მილიარდ ნახვას მიაღწია

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი