ნიკა მაჩაიძის 2003 წლის ალბომი „შენтыmental” ფირფიტაზე გამოიცა

ფირფიტა ლეიბლ „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” პროექტის ფარგლებში გამოიცა.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ლეიბლმა სახელწოდებით  „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” მუსიკოს ნიკა მაჩაიძის (Nikakoi) 2003 წლის ალბომი, სახელწოდებით „შენтыmental” ფირფიტაზე გამოსცა. გამოცემის პრეზენტაცია 18 აპრილს, Mutant Radio-ს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცეში შედგა. „შენтыmental”-ის ამ ფორმით გამოცემა „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” პროექტის ნაწილია. პროექტის დამფუძნებლები ჯაბა შავიშვილი და ნათია სართანია არიან. პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნილი მუსიკალური ჩანაწერების და ალბომების მცირე ტირაჟით ფირფიტებზე გამოცემას გულისხმობს. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ნიკა მაჩაიძის (Nikakoi) „შენтыmental” ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” მეშვიდე გამოცემაა. Nikakoi ქართული ელექტრონული მუსიკის სივრცეში პიონერი არტისტია. ის 90-იანი წლებია შუა პერიოდიდან ქმნის ექსპერიმენტულ მუსიკას. 90-იანი წლების ბოლოს ნიკა მაჩაიძე ევროპაშიც გაიცნეს, როდესაც მან საფრანგეთსა და გერმანიაში სხვადასხვა სახელოვნებო ღონისძიების ფარგლებში დაუკრა. 

ალბომი 17 ტრეკს აერთიანებს და ჩაწერის ხანგრძლივობა ერთ საათზე მეტია. ნამუშევრის მოცულობის გამო, „შენтыmental”ორმაგი ფირფიტის სახით გამოიცა. 

ფოტო: ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა

„მუსიკის შექმნა 1996 წელს დავიწყე და დავიწყე ექსპერიმენტებით. მაშინ იყო Windows 3, რომელშიც შესაძლებელი იყო ხმა ჩაგეწერა და პროგრამა ელემენტარული მანიპულაციების საშუალებას გაძლევდა. ამ პირობებში დავიწყე ჩემი პირველი ტრეკების კეთება,” – აღნიშნა ნიკა მაჩაიძემ თავისი მუსიკალური შემოქმედების საწყის ეტაპზე საუბრისას. „WMF – იყო კლუბი ასეთი ბერლინში, რომელსაც თავისი ლეიბლიც ჰქონდა. ამ კლუბში დავუკარი ლაივი და ამის შემდეგ შემომთავაზეს, რომ კომპილაციისათვის ერთი ტრეკი მიმეცა, რაზეც დავთანხმდი. შემდეგ  დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ არასდროს გამოუშვიათ არტისტის ალბომი და სურდათ, პირველად ჩემი ალბომი გამოეცათ. ეს ხდებოდა 2002 წელს. ჯერ გამოიცა  „Sestrichka”, „შენтыmental” კი 2003 წელს გამოვუშვი”

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

როგორც „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” თანადამფუძნებელი ჯაბა შავიშვილი Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ნიკა მაჩაიძე ის არტისტია, რომელმაც ქართული ელექტრონული მუსიკა მნიშვნელოვან ნიშნულებთან მიიყვანა. 

„21 წელი გავიდა „შენтыmental”-ის გამოცემიდან და ეს მუსიკა დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ალბომი ფირფიტაზე გამოიცა, ჩვენი პროექტის ფარგლებში ეს პირველი ორმაგი ფირფიტაა. ნიკამ თავისი თაობის და შემდეგი თაობის უამრავ მუსიკოსს მისცა ბიძგი, რომ ელექტრონული მუსიკა შეექმნათ. დღეს ქართული ელექტრონული მუსიკა რომ რაღაც ნიშნულზეა, ჩემთვის ეს მნიშვნელოვნად უკავშირდება ნიკა მაჩაიძის შემოქმედებას.” 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

we „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ სხვადასხვა ალბომს ფირფიტებზე ლიმიტირებული ტირაჟით ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოსცემს. ამ დრომდე პროექტის ფარგლებში გამოცემულია ისეთი ჩანაწერები, როგორებიც არის: Mother On Monday-ის ალბომი Friends; ელექტრონული მუსიკის ალბომი –  „მჟავა MESSAGE“; Young Georgian Lolitaz-ის სადებიუტო ალბომი – Lemonjuice; ფირფიტა, რომელიც Georgian Dance Empire-ის შემორჩენილ ჩანაწერებს აერთიანებს; შავი პრინცის და ძებნილების ალბომი „იძებნება“ და  Afternoon Version-ის Together. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბარბრა სტრეიზანდის ახალი სინგლი გამოვიდა

შემდეგი სტატია

სალომე თათარაშვილი | ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

გაიცანით ახალგაზრდა მუსიკოსი სალომე თათარაშვილი 

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი