სოხუმის თეატრის სცენაზე სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი Into the Open  დასრულდა

25 მაისს ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

Into the Open ერთგვარი „მულტიმედიური საკონცერტო გამოცდილებაა“, რომელსაც საფუძველი გერმანიაში ჩაეყარა.  2023 წლის იანვარში დამოუკიდებელი მუსიკალური ფესტივალი ბერლინში გაიმართა, რომლის მთავარი თემაც  Dreams იყო, წელს კი საფესტივალო დღეები თბილისში, სოხუმის თეატრის სცენაზე შედგა, წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა კი ხედვა გახლდათ!

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ფესტივალს 23-25 მაისის ჩათვლით უმასპინძლა, ამ დღეების განმავლობაში სცენაზე არაერთი   მსოფლიო სახელოვნებო სივრცის არტისტი წარდგა.

Into the Open-ის დასკვნით დღეს სცენა ამერიკული ცეკვის თეატრის, „ელვინ ეილის“ ცნობილმა სოლისტმა,  ეშლი გრინმა, „შტეგრაიფის“ ორკესტრის ჩელისტმა ტაბეა შრენკმა და  თბილისის ჯაზ-ანსამბლმა ლუკა თოფურიას – (ფორტეპიანო), ხატია ქორიძეს – (ბასი), და სოსო ცაგარეიშვილის – (დრამი) შემადგენლობით დაიკავა.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ეშლი გრინი 2021 წლიდან ნიუ-იორკში არსებული ცნობილი ამერიკული ცეკვის თეატრის, „ელვინ ეილის“  სოლისტი გახლავთ,  ამავე წელს პრესტიჟულმა ჟურნალმა  Dance Magazine იგი იმ 25 არტისტს შორის დაასახელა, რომელთა სცენაზე ხილვაც არის რეკომენდებული.

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ფესტივალი Into the Open დასრულდა. ფესტივალის ძირითადი მიზანი, კლასიკური მუსიკის საინტერესო სივრცეში გაცოცხლება, წარმატებით იქნა მიღწეული, სადაც დამსწრე საზოგადოებამ, არაერთი დაუვიწყარი და შთამბეჭდავი პერფორმანსი იხილა.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Scorpions – „მძიმე მეტალის გმირები”

შემდეგი სტატია

შონ „Diddy” კომბსს სექსუალური ძალადობის გამო კიდევ ერთი ქალი უჩივის

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი