ემინემი ახალ სინგლს გამოსცემს

სინგლი სახელწოდებით Houdini რეპერმა ილუზიონისტ დევიდ ბლეინის დახმარებით დააანონსა
ემინემი 25 აპრილი, დეტროიდი, ფოტო: გრეგორი შამუსი
ემინემი 25 აპრილი, დეტროიდი, ფოტო: გრეგორი შამუსი

28 მაისს ემინემმა ინსტაგრამ ვიდეო ილუზიონისტ დევიდ ბლეინთან კოლაბორაციით გამოაქვეყნა, სადაც ახალი სინგლის, Houdini-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა. თიზერ ვიდეოს მიხედვით სინგლი 31 მაისს გამოვა.

ვიდეოში ემინემი FaceTime-ით დევიდ ბლეინს უკავშირდება და დახმარებას სთხოვს: „მისმინე, შენი დახმარება მჭირდება, პირველ რიგში მინდა იცოდე, რომ შენ ხარ ყველაზე დიადი, ვისაც მსგავსი რამის გაკეთება შეუძლია…” – ამბობს ემინემი

Houdini ემინემის მე-11 სტუდიური ალბომის, The Death of Slim Shady-ის მთავარი სინგლია. ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჰიპ-ჰოპ არტისტის პირველი პროექტია. 2020 წელს ემინემმა ალბომი სახელწოდებით Music to Be Murdered By გამოსცა, რომელიც ბილბორდ 200-ის სათავეში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ სინგლი სახელწოდებით Houdini დუა ლიპამაც გამოუშვა, რომელიც მომღერალმა გასულ წელს, ნოემბერში გამოაქვეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომ The Death of Slim Shady-ის გამოცემის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, დანამდვილებით ვიცით, რომ ის 2024 წლის ზაფხულში გამოვა.

ნახეთ ემინემის და დევიდ ბლეინის ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

AURORA – მსოფლიო მუსიკალური სცენის ნორვეგელი ვარსკვლავი Tbilisi Open Air-ზე

შემდეგი სტატია

ჯონ ბონ ჯოვი 2024 წლის 17 აპრილს ლონდონში. ფოტო: ტიმ უაითი

ჯონ ბონ ჯოვის თქმით, მისი შვილი ჯეიკი მილი ბობი ბრაუნთან ქორწინებით ბედნიერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი