ჯონ ბონ ჯოვის თქმით, მისი შვილი ჯეიკი მილი ბობი ბრაუნთან ქორწინებით ბედნიერია

ნიშნობიდან ერთი წლის შემდეგ წყვილმა პატარა ოჯახური ქორწილი გადაიხადა
ჯონ ბონ ჯოვი 2024 წლის 17 აპრილს ლონდონში. ფოტო: ტიმ უაითი
ჯონ ბონ ჯოვი 2024 წლის 17 აპრილს ლონდონში. ფოტო: ტიმ უაითი

ჯონ ბონ ჯოვიმ BBC The One Show-სთვის მიცემულ ახალ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი ვაჟი ჯეიკ ბონჯოვი მილი ბობი ბრაუნთან ოფიციალურად დაქორწინდა.

„არაჩვეულებრივი და აბსოლუტურად ფანტასტიკური წყვილია. მათ პატარა ოჯახური ქორწილი გადაიხადეს. პატარძალი საოცრად ლამაზი იყო ჯეიკი კი უზომოდ ბედნიერია.“

20 წლის მსახიობმა ჯეიკ ბონჯოვიმ და 22 წლის მოდელმა მილი ბობი ბრაუნმა გასულ კვირას ვიწრო წრეში, მშობლების გარემოცვაში იქორწინეს. წლის ბოლოს კი  უფრო დიდ ცერემონიას გეგმავენ.

Stranger Things-ის მსახიობმა მილი ბობი ბრაუნმა ზუსტად ერთი წლის წინ განაცხადა ჯეიკ ბონჯოვისთან ნიშნობის შესახებ, როდესაც სოციალურ ქსელში ნიშნობის ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა.

Sunday Times-თან მიცემულ ინტერვიუში მილი ბობი ბრაუნი აღნიშნავს, რომ როცა პირველად მან და ჯეიკმა პირველად ისაუბრეს, მაშინვე მიხვდა, რომ იგი მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იქნებოდა.

ჯეიკის მამა, როკვარსკვლავი ჯონ ბონ ჯოვი, წყვილის ურთიერთობას თავიდანვე მხარს უჭედა: „არ ვიცი, ასაკს აქვს თუ არა მნიშვნელობა. იცით, თუ სწორ პარტნიორს იპოვით და ერთად გაიზრდებით, ეს გონივრული გადაწყვეტილება იქნება.” განაცხადა ჯონ ბონ ჯოვიმ გასულ წელს ენდი კოენთან SiriusXM შოუში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემინემი 25 აპრილი, დეტროიდი, ფოტო: გრეგორი შამუსი

ემინემი ახალ სინგლს გამოსცემს

შემდეგი სტატია

ლაშა გაბუნია ჯგუფ „აუტსაიდერის” აქამდე უცნობ ვიდეოს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი