TBILISI NEWCOMERS 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია

TBILISI NEWCOMERS 2024-ის მთავარი გამარჯვებული ბენდი Tape Visitors გახდა.

2 ივნისს Tbilisi Open Air-ის საკონკურსო პროექტის – TBILISI NEWCOMERS 2024-ის ფინალი გაიმართა, რომელზეც სამი გამარჯვებული მონაწილე გამოვლინდა. TBILISI NEWCOMERS უკვე მრავალი  წელია ახალი ბენდების აღმოჩენას და მათთვის ფესტივალის სივრცის დათმობით დიდი აუდიტორიისათვის წარდგენას ისახავს მიზნად. წელს ფინალურმა კონცერტმა 11 შემსრულებელი გააერთიანა. კლუბ KHIDI-ს სცენაზე აუდიტორიამ ახალი ბენდების და სოლო შემსრულებლების ჟანრობრივად მრავალფეროვანი მუსიკა მოისმინა.  

TBILISI NEWCOMERS 2024-ის მთავარი გამარჯვებული ბენდი Tape Visitors გახდა. როკ-ბენდის შემადგენლობაში არიან ლიკა სირაძე, ნიკა ლაფაჩი, სანდრო მოსაშვილი და სანდრო ფოცხიშვილი. TBILISI NEWCOMERS-ის წესების თანახმად, Tape Visitors ფესტივალის მთავარ სცენაზე წარდგება. როგორც ბენდის ვოკალისტმა ლიკა სირაძემ Billboard Georgia-სთან საუბრისას თქვა, ეს გამარჯვება ბენდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და მსმენელის დიდ აუდიტორიასთან  შეხვედრის საშუალებას აძლევს. 

ლიკა სირაძე: 

„ძალიან ბედნიერი ვარ და არ ვიცი, რა ვთქვა. Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დავუკრავთ და  სწორედ იქ ვიტყვით ჩვენს სათქმელს.”

კონკურსის გამარჯვებულები ასევე გახდნენ ბენდი Little Rocks, ჰიპ-ჰოპ არტისტი JDGN და ავტორ შემსრულებელი სასცენო სახელით Greatzura. აღსანიშნავია, რომ Greatzura ჟიურიმ გამონაკლისის პრინციპით, დამატებით  გამარჯვებულად შეარჩია. ეს სამი შემსრულებელი ფესტივალზე Singer Stage-ს დაიკავებს. 

ქართულ მუსიკალურ სივრცეში არაერთ მუსიკალურ კოლექტივსა, თუ არტისტს გავიხსენებთ, რომლებიც აუდიტორიის წინაშე სწორედ TBILISI NEWCOMERS-ის სცენაზე გამოჩნდნენ. როგორც პროექტის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, გამარჯვებულების დასახელება ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა წელს ძლიერი მონაწილეების გამო, განსაკუთრებით რთული წელი იყო.

 

დავით ცინცაძე, Tbilisi Open Air-ის თანაორგანიზატორი: 

„ფინალისტები საკმაოდ მომზადებულები იყვნენ. მათ ძალიან განსხვავებული მუსიკა შემოგვთავაზეს ამიტომ გამარჯვებულის გამოვლენა რთული მისია იყო.  როგორც ნახეთ, ერთი გამარჯვებული დავამატეთ კიდევაც. რამდენადაც გამორჩეული წელი იყო, შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ ჩვენი მუსიკალური სცენა იხვეწება. არტისტებმა მეტად იციან, რა უნდათ, როგორ მისწვდნენ თავის აუდიტორიას და დღეს სწორედ ამის მაგალითი ვიხილეთ.”

რაც შეეხება Tbilisi Open Air-ს, წელს ფესტივალი 21-22-23 ივნისს გაიმართება. ფესტივალი ჩვეულ ადგილას, Lisi Wonderland-ის სივრცეში ჩატარდება. Tbilisi Open Air-ის საერთაშორისო ჰედლაინერებს შორის  ვხედავთ ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან M.I.A.,  Aurora,  Masego, La Femme, The Tiger Lillies, Lebanon Hanover და სხვები. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სოხუმის თეატრში

შემდეგი სტატია

ABBA - ფოტო: ბილი ვოლში

ჯგუფმა ABBA შვედეთის პრესტიჟული ჯილდო, რაინდის წოდება მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი