ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ს ახალ რეკლამაში მსოფლიო კინოს ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობს

ვიდეოში ვხედავთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან მონიკა ბელუჩი, მელანი ლორანი, დემი მური, ჟულიეტ ბინოში და რემი მალეკი.
ფოტო: Cartier/IG

2020 წელს ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ს სახე გახდა. მას შემდეგ ის არაერთხელ ვიხილეთ მსოფლიოში ცნობილი სამკაულების ბრენდის რეკლამებში ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად. ამჯერად კი ბუნიათიშვილი Cartier-ს ახალ სარეკლამო ვიდეოში გამოჩნდა. 

„რა არის შენი შინაგანი ცხოველი?” – კრეატიული კამპანია ამ კითხვას სვამს და მასზე პასუხებს ვისმენთ ისეთი ცნობილი ადამიანებისგან, როგორებიც არიან მონიკა ბელუჩი, მელანი ლორანი, დემი მური, ჟულიეტ ბინოში და რემი მალეკი. 

რაც შეეხება ხატია ბუნიათიშვილის საერთაშორისო კარიერასა და მის პერსონას, პიანისტი არაერთხელ გვინახავს მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში. 2024 წლის იანვარში პიანისტმა პარიზში Opération Pièces Jaunes-ის სახელით ცნობილი ფრანგული ფონდის კონცერტზე რეპერ Asap Rocky-სთან თანამშრომლობით შექმნილი მუსიკალური ნომერი წარადგინა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bon Jovi ახალი ალბომით დაბრუნდა

შემდეგი სტატია

კამილა კაბეიომ Billboard Latin Women in Music-ის დაჯილდოებაზე დედაზე ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი