„მგზავრების” გზავნილი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩამდე: ნახეთ ახალი სიმღერის ვიდეოკლიპი

„ისტორიული მატჩის წინ წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს! გამარჯვება საქართველოს!”

ერთი დღე დარჩა ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩამდე. ისტორიული თამაშის წინ კი ჯგუფი „მგზავრები” ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ახალ სიმღერასა და ვიდეოკლიპს აქვეყნებს, სახელწოდებით „საქართველოა”. 

„ისტორიული მატჩის წინ წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს! გამარჯვება საქართველოს,” – წერს ჯგუფი ვიდეოს აღწერაში.

გიგი დედალამაზიშვილი – „მგზავრების” სოლისტი:

„ზოგადად, რთულია, საქართველოზე იმღერო, მაგრამ რაღაცნაირად დაიწერა ეს სიმღერა და მივუძღვენით ფეხბურთს და საქართველოს ნაკრების წარმატებას. იმხელა ემოცია იყო ეს ამბავი, რომ აი, ამ ემოციას მივუძღვენით და კლიპიც შესაბამისი გადავიღეთ. ვიდეოს რეჟისორია ჯაბა მელქაძე, ოპერატორი – ლაშა მუმლაძე. რეალურად ერთ დღეში გადავიღეთ, შეუძლებელი შევძელით და ყველას დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. მადლობა რაგბის გუნდს, ასევე ფეხბურთელებს, იქ იყვნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ყველას მადლობას ვუხდით.

მუსიკის ავტორი მე ვარ, ტექსტი კი მე და მიშა მეგრელიშვილმა ერთობლივად დავწერეთ. მგონია, რომ ყველას სიმღერა შეიძლება გახდეს, უბრალოდ ამ მომენტში თემატურად საფეხბურთო ნაკრებს ეძღვნება, რომელსაც ამ სიმღერით ვამხნევებთ და გამარჯვებას ვუსურვებთ!”

ნახეთ ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი უკვე ორი თვეა Billboard 200-ის ჩარტის ლიდერია

შემდეგი სტატია

ჯეი-ზიმ და ალიშა კისმა Tony Awards-ზე Empire State of Mind შეასრულეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი
პრანისკა მიშრა America’s Got Talent-ში

9 წლის პრანისკა მიშრამ America’s Got Talent-ში ტინა ტერნერის კლასიკად აღიარებული სიმღერა საოცარად შეასრულა

ახალგაზრდა მომღერალმა პრანისკა მიშრამ მის მუსიკალურ შთაგონებად ტინა ტერნერი, არეტა ფრანკლინი და უიტნი ჰიუსტონი დაასახელა
მეტი