ელტონ ჯონის ახალი დოკუმენტური ფილმის დებიუტი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება

ახალი პროექტი ელტონ ჯონის ბოლო ტურნეს მოჰყვება, რომლის შემდეგაც მუსიკოსის ქონებამ 900$ მილიონზე მეტს მიაღწია.
ელტონ ჯონი გამოსამშვიდობებელ Farewell Yellow Brick Road ტურნეზე, 2022 წლის 17 ნოემბერი, დოჯერის სტადიონი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: სკოტ დუდელსონი
ელტონ ჯონი გამოსამშვიდობებელ Farewell Yellow Brick Road ტურნეზე, 2022 წლის 17 ნოემბერი, დოჯერის სტადიონი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: სკოტ დუდელსონი

18 ივნისს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალმა ელტონ ჯონზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა დააანონსა. Never Too Late-ის მსოფლიო პრემიერა TIFF-ზე სექტემბერში შედგება და მისი რეჟისორი მუსიკოსის პარტნიორი დევიდ ფერნიშია. 

IMDb-ის ინფორმაციის თანახმად, ელტონ ჯონის ახალ დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იქნება ბოლო 50 წლის განმავლობაში გამართული ისეთი კონცერტების კადრები რომლებიც მაყურებელს აქამდე არ უნახავს, ასევე ხელნაწერი ჟურნალები და მისი ოჯახის წევრების დოკუმენტური კადრები. გამოცემა Deadline-ის თქმით კი, დოკუმენტური ფილმი ძირითადად ელტონ ჯონის გამოსამშვიდობებელი ტურნეს, Farewell Yellow Brick Road tour-ის შესახებ იქნება.

ელტონ ჯონის Farewell Yellow Brick Road  ტურნე ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მისი ბოლო ტურნე და მუსიკალური კარიერის დასრულება.  უკვე 2023 წლის ივლისში Farewell Yellow Brick Road ტურნეს შემოსავალი 900 მილიონიდოლარს გადასცდა და ამით ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ტურნეს სახელით შევიდა.

ბოლო დროს ელტონ ჯონის ძალისხმევა საქველმოქმედო ფონდებისკენ იყო მიმართული. შიდსის ფონდთან ერთად მუსიკოსმა ორგანიზაციის გამოწვევა სახელწოდებით Speak Up Sing Out  გამოაცხადა და გულშემატკივრებს სთხოვა, მისი კლასიკური ჰიტის Your Song-ის ფრაგმენტი შეესრულებინათ. გამარჯვებულს კი ელტონ ჯონთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Black Eyed Peas-ის კონცერტი თბილისში

შემდეგი სტატია

რიანა Dior-ის ცნობილი სუნამოს, J’Adore-ის ახალი სახეა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი