კანიე უესტმა დონა სამერის წარმომადგენლობასთან Vultures 1-ში გამოყენებული სიმღერის საავტორო უფლებების საქმეზე შეთანხმებას მიაღწია 

ადვოკატების განცხადებით, რეპერს აღარ ექნება უფლება, გაავრცელოს სიმღერა, რომელშიც სამერის მუსიკა უნებართვოდაა გამოყენებული.
კანიე უსეტი
MEGA/GC Images

კანიე უესტმა დონა სამერის მემკვიდრეობის წარმომადგენლებთან სასამართლო დავა მორიგებით დაასრულა. საქმე ეხებოდა მომღერლის 1977 წლის ჰიტის, I Feel Love-ის უნებართვოდ გამოყენებას უესტის სიმღერაში Good (Don’t Die), რომელიც მის ახალ ალბომში  Vultures 1-შია შესული. 

როგორც დონა სამერის წარმომადგენლებმა „ბილბორდთან” საუბარში აღნიშნეს, შეთანხმება არ მოიცავს უესტისთვის მომავალში სამერის მუსიკის გამოყენების უფლებას. „ჩვენ არ მიგვიცია სიმღერის ლიცენზია. ისინი დაგვთანხმდნენ, რომ ამ სიმღერას აღარ გაავრცელებდნენ და არც სხვაგვარად გამოიყენებდნენ. ასე რომ, ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვსურდა,” – აღნიშნეს მათ. ადვოკატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ იმაზე, გადაიხადა თუ არა რეპერმა თანხა უკვე არსებული საავტორო უფლებების დარღვევისთვის.

დონა სამერის წარმომადგენლობა რეპერს ედავებოდა, რომ მან „უსირცხვილოდ გამოიყენა სიმღერის მარტივად ამოსაცნობი მონაკვეთი”, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე უარი ჰქონდათ ნათქვამი მისი გამოყენების ნებართვაზე. 

Სანამ სარჩელი სასამართლოში შევიდოდა, სიმღერა Good უკვე ამოღებული იყო ყველა მუსიკალური პლატფორმიდან. Სიმღერა აღარ იძებნება Vultures 1-ის კომპოზიციებში არც ერთ ოფიციალურ სტრიმინგ პლატფორმაზე. თუმცა ის მაინც ხელმისაწვდომია იუთუბის არაოფიციალურ ანგარიშებზე.

მორიგების პირობების თანახმად, სიმღერა სრულად იქნება ამოღებული მიმოქცევიდან და ეს არის შედეგი, რომლის მიღწევაც დონა სამერის წარმომადგენლობას სურდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი პრინც უილიამთან და მის შვილებთან ერთად კულისებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ბილი აილიში აბაზანაში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ფრენკ ოუშენის Solo-ს მღერის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი