ემინემი ახალი ალბომის გამოსვლის თარიღს აანონსებს

ახალი ალბომის მეორე სინგლი – Tobey 3 ივლისს გამოვა.
ფოტო: გრეგორი შამუსი/Getty Images

ემინემის ახალი, რიგით მე-12 სტუდიური ალბომის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია. The Death of Slim Shady (Coup De Grâce) 12 ივლისს გამოიცემა. თარიღი რეპერმა ოფიციალურად სოციალური ქსელების მეშვეობით 1 ივლისს ტრეილერით დააანონსა. 

ჰორორის ჟანრის ელემენტების ტრეილერში ასახულია დემონი ჩვილის დაბადების მომენტი. ვიდეოს დასკვნითი ნაწილში კი  ემინემის ახალი სინგლი Houdini ჟღერდება. ამის შემდეგ ვხედავთ ალბომის დასახელებას და გამოსვლის თარიღის აღმნიშვნელ  წარწერებს. 

როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული გამოხმაურებით ირკვევა, ფანები ემინემის ალბომის გამოცემას მოუთმენლად ელიან. “დიდი ხანია არ  ვყოფილვარ ალბომის მოლოდინით ისე აღელვებული,” – წერს ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი სოციალურ ქსელ X-ზე. 

ალბომის პირველი სინგლი Houdini ემინემმა 31 მაისს გამოსცა. ტრეკი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მან  Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა. 3 ივლისს კი ემინემის ახალი ალბომიდან მეორე სინგლი, Tobey გამოდის. ტრეკი ემინემმა Big Sean-თან და  Babytron-თან ერთად ჩაწერა. მასზე გადაღებული ვიდეოს პრემიერა 5 ივლისს შედგება. 

ნახეთ ტრეილერი, რომლითაც ემინემმა ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი დააანონსა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

DEENA-ს ლაივ კონცერტი Mtkvarze

DEENA-ს ლაივ კონცერტი Mtkvarze

შემდეგი სტატია

კანიე უესტს ყოფილმა თანამშრომლებმა დისკრიმინაციისა და შევიწროების ბრალდებით უჩივლეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი