კანიე უესტს ყოფილმა თანამშრომლებმა დისკრიმინაციისა და შევიწროების ბრალდებით უჩივლეს

არასრულწლოვანი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ პორნოგრაფიულ მასალასთან შეხება უწევდათ.
კანიე უესტი
Theo Wargo/Getty Images for adidas

კანიე უესტს კიდევ ერთ საქმეში ადანაშაულებენ. რეპერსა და მისი კომპანია Yeezy-ის კადრების მენეჯერს, მილო იანოპულოსს, ყოფილმა თანამშრომლებმა უჩივლეს. ისინი ამტკიცებენ, რომ შევიწროებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლები იყვნენ.

მოსარჩელეთა ნაწილის თქმით, კომპანიაში მუშაობის დროს ისინი 14 წლის იყვნენ. ჯამში 8 მომჩივანი, რომელთა ასაკიც 14-დან 25 წლამდეა, Yeezy-ში სამუშაოდ აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან და ნიგერიიდან ჩავიდნენ. თუმცა, როგორც თავად ამტკიცებენ, კომპანიაში მუშაობდნენ ზეგანაკვეთურად, არაჰუმანურ რეჟიმსა და სეგრეგაციულ სამუშაო გარემოში, სადაც შავკანიანი და აფრიკელი თანამშრომლები განცალკევებულები იყვნენ და არასასურველი დავალებების შესრულება უწევდათ. 

ზოგი მომჩივანი ამბობს, რომ მათ უესტის YZY Porn-ზე მუშაობა დაევალათ. უმცროსები კი ამტკიცებენ, რომ აქტიურად ჰქონდათ შეხება პორნოგრაფიულ მასალასთან.

2024 წლის 27 აპრილს ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობდა, რომ რეპერის მეუღლემ ბიანკა სენსორიმ მათ პორნოგრაფიული მასალის ლინკი გაუგზავნა, რომელიც კანიეს აპლიკაციის ნაწილი უნდა ყოფილიყო.

„ჩვენი გუნდი ცდილობს მოიპოვოს სამართალი ჩვენი დამსახურებული კლიენტებისთვის, რომლებსაც შოკისმომგვრელი სამუშაო გარემოს გაძლება ძალდატანებით უწევდათ,” – ამბობს დაზარალებულთა ადვოკატი. „დისკრიმინაცია უპატიებელია ყველგან და ყოველთვის. გვჯერა, მოსამართლე გაიზიარებს იმ აზრს, რომ ეს დამსაქმებლები მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან.”

უესტის კომპანიის რვა თანამშრომელი ასევე ამტკიცებს, რომ მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში ანაზღაურება არ მიუღიათ.

ბოლო თვეებში კანიე უესტს არაერთ სასამართლო პროცესზე მოუწია წარდგენა. ივნისში მის წინააღმდეგ ყოფილი ასისტენტის სარჩელი შევიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რეპერის მხრიდან გამუდმებული სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო. 

ახლახან კი უესტმა მორიგებით დაასრულა სასამართლო დონა სამერის მემკვიდრეობის წარმომადგენლებთან საავტორო უფლებების საქმეზე. 

ბრალდების საპასუხოდ მილო იანოპულოსმა დაწერა: „ერთადერთი, რასაც მას შემდეგ ვაკეთებ, ის არის, რომ ამ აპლიკაციის დეველოპერებს ანაზღაურება გადავუხადო. ნებისმიერი, ვინც სხვა რამეს ამტკიცებს, იმეორებს ტყუილებს სარჩელიდან, რომელიც ბევრად უფრო წარმოსახვითია, ვიდრე „ბეჭდების მბრძანებელი”.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ემინემი ახალი ალბომის გამოსვლის თარიღს აანონსებს

შემდეგი სტატია

ქართველი არტისტის, Saphileaum-ის ახალი  EP ფრანგულ ლეიბლზე გამოიცემა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი