Bedford Falls-ის მუსიკალური ევროპული ტურნე

Bedford Falls-ის Calypso Tour 28 ივნისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.

ქართული ალტერნატიული ჯგუფი Bedford Falls უკვე მეორე წელია საკონცერტო ტურნეებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მართავს. 2023 წელს ბენდმა ევროპის მასშტაბით ხუთი შოუ გამართა, წელს კი უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდნენ და ჯამში წლევანდელი მათი ტურნე ათ კონცერტს მოიცავს.

Bedford Falls-ის Calypso Tour 28 ივნისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.

„წელს Bedford falls-ს უკვე მეორე ტურნე აქვს ევროპაში, რომელიც პირველ ტურნეზე გაცილებით დიდია. პირველში ხუთი შოუ გვქონდა, წელს კი დაახლოებით 10 კონცერტი იყო დაგეგმილი. ძალიან მნიშვნელოვანი ტურნეა. Fusion ფესტივალზე ვიყავით და ეს იყო სასწაული, ათასობით ადამიანი ცეკვავდა Bedford Falls-ის ტრეკებზე, ვინც არ იცოდა ამათი სიმღერა ისეთი ადამიანებიც ავიყოლიეთ და განმეორებით გამოსვლაც მოგვთხოვეს. 

„ბერლინში გვქონდა კონცერტი, რომელიც ძალიან მაგარი იყო, ასევე გუშინ ჰამბურგშიც ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა. წლევანდელი ტურნეს პირველი კონცერტი პოლონეთში გვქონდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, ახლა გზაში ვართ და მივდივართ ჰამბურგიდან Paradiso Amsterdam-ში,  Iconic ვენიუზე გვექნება კონცერტი. შემდეგ დაგეგმილია გენტში, ბელგიაში, სადაც ქართული პრომოუტერი კომპანია Belgeo-სთან ვთანამშრომლობთ, შემდეგ კიოლნში და მერე Montreux-ს ფესტივალი იქნება ტურნეს დასასრული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სახელოვანი ფესტივალია მსოფლიოში და სადაც, თუ არ ვცდები, ჯერ ქართველი არტისტი არც გამოსულა. შემდეგ მივდივართ ვენაში და ამით რჩება ჩვენი ტურნე. განწყობა ამაღლებული გვაქვს, დაღლილები ვართ, თუმცა სასიამოვნოდ. შრომაში უდიდესი გამოცდილება მივიღეთ, ახალი მსმენელები გვყავს, ახალი გზები გავჭერით და ძალიან კარგ განწყობაზე ვართ.“  – კომპანია  Strauss Entertainment-ის დამფუძნებელი დავით ცინცაძე.

ტურნეს ორგანიზატორია კომპანია Strauss Entertainment, მხარდამჭერი კომპანიები კი  TBC for Youth – თიბისი ახალი თაობისთვის, Visa, Europcar Georgia არიან.

გაეცანით Bedford Falls-ის ევროპული ტურის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების განრიგს: 

ლუბლინი, პოლონეთი – 28 ივნისი

ლარსი, გერმანია – 29 ივნისი 

ბერლინი, გერმანია – 1 ივლისი 

ჰამბურგი, გერმანია – 3 ივლისი

ამსტერდამი, ჰოლანდია – 5 ივლისი 

გენტი, ბელგია – 7 ივლისი

კიოლნი, გერმანია – 10 ივლისი

შვეიცარია მონტრე – 14 ივლისი

ვენა,  ავსტრია – 21 ივლისი 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

TAMADA-9 Deadly Sins For Tamada

TAMADA-ს ახალი ალბომი 9 Deadly Sins For Tamada

შემდეგი სტატია

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები Netflix-ის Beckham-ის ბრიტანულ პრემიერაზე. 2023 წლის 3 ოქტომბერი, ლონდონი. ფოტო: გარეტ კატერმოლი

ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა ქორწილიდან 25 წლის იუბილე აღნიშნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი