სერენა უილიამსმა ნიუ ორლეანში გამართულ ESSENCE-ის ფესტივალზე საუბრისას კენდრიკ ლამარის ახალი ტრეკისადმი აღფრთოვანება გამოხატა. ჩოგბურთელმა Not Like Us-ს ზაფხულის ჰიტი უწოდა.
როგორც უკვე ცნობილია, კენდრიკ ლამარი ახალი ტრეკით დრეიკს უპირისპირდება. 2010-იანი წლების დასაწყისში ვრცელდებოდა ხმები, რომ დრეიკი და სერენა უილიამსი ერთმანეთს ხვდებოდნენ.
2015 წელს დრეიკი და უილიამსი კვლავ ერთად შენიშნეს. ფანები ფიქრობდნენ, რომ წყვილი ურთიერთობის ახალ ეტაპზე იყო, თუმცა ჩოგბურთელის წარმომადგენელმა უილიამსის და დრეიკის რომანის შესახებ ჭორები უარყო. 2017 წელს უილიამსმა სოციალურ ქსელ Reddit-ის თანადამფუძნებელზე, ალექსის ოჰენიანზე იქორწინა. მათ ამჟამად ორი შვილი ჰყავთ.
2022 წელს ალექსის ოჰენიანი დრეიკმა თავის ტრეკში გააკრიტიკა. დრეიკს ოჰენიანი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა „მიზეზი, რატომაც ყოველთვის ვიმარჯვებ, არის ის, რომ შეუპოვრად საუკეთესო ვარ ყველაფერში, რასაც ვაკეთებ,” – წერდა ალექსოს ოჰენიანი.
რაც შეეხება ტრეკს Not Like Us, ნამუშევარი Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში მესამე ადგილს იკავებს. კენდრიკ ლამარმა ტრეკზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო 4 ივლისს გამოაქვეყნა. კლიპის რეჟისორო თავად რეპერია.