თაყვანისმცემლები ტეილორ სვიფტისა და ტრევის Eras Tour-ის იუბილეს აღნიშნავენ. „ჩვენი დროის უდიდესი სიყვარულის ისტორია”

წყვილი პირველ Eras Tour შოუს ზუსტად ერთი წლის წინ დაესწრო
ტრევის კელსი ტეილორ სვიფტთან ერთად 2024 წლის 28 იანვარს ბალტიმორში, მერილენდი. ფოტო: პატრიკ სმიტი
ტრევის კელსი ტეილორ სვიფტთან ერთად 2024 წლის 28 იანვარს ბალტიმორში, მერილენდი. ფოტო: პატრიკ სმიტი

2023 წლის 8 ივლისს ტეილორ სვიფტის Eras Tour-ზე შოუს გახსნას  ტრევის კელსი კანზას სიტიში პირველად დაესწრო, ერთი წლის შემდეგ კი პოპ-ვარსკვლავი და ტრევის კელსი ერთად არიან. როგორც გულშემატკივრები ვარაუდობენ, ტეილორის სასიყვარულო სიმღერები სწორედ ტრევის კელსიზეა დაწერილი.

ამ იუბილეს პატივსაცემად ტეილორის ფანები მოვლენების თანმიმდევრობას იხსენებენ, თუ საიდან დაიწყო წყვილის ურთიერთობა.  ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ტრევის კელსის ტეილორ სვიფტისთვის ხელნაკეთი სამაჯურის და ტელეფონის ნომრის გადაცემა უნდოდა,  თუმცა სპორტსმენი იმედგაცრუებული დარჩა, როცა გაიგო, რომ ტეილორი შოუს შემდეგ ხალხს არ ხვდებოდა. 

მას შემდეგ, რაც New Heights-ის პოდკასტზე ტრევის კელსიმ სამაჯურის ამბავი მოყვა, ტეილორ სვიფტმა შეამჩნია იგი და წყვილმა იმავე ზაფხულს დაიწყო შეხვედრა.  ტეილორი 2024 წლის სუპერბოულის თამაშს ბოლომდე დაესწრო, როდესაც  Kansas City Chiefs-მა ტრევის კელსიმ თამაში მოიგო.

ამ პერიოდის განმავლობაში ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი, The Tortured Poets Department გამოსცა, სადაც ორი სასიყვარულო თემატიკის სიმღერა შედის – The Alchemy და So High School. თაყვანისმცემლების ვარაუდით ეს სიმღერები სწორედ ტრევის კელსის ეძღვნება.  Eras Tour-ის ფარგლებში ტეილორ სვიფტი ამ სიმღერებს ყოველთვის  მღერის, ტურნეს კი სპორტსმენი რეგულარულად ესწრება.

„ერთი წლის წინ ტრევის კელსი ტეილორის შოუს დაესწრო, თუმცა იმედგაცრუებული დარჩა, რადგან სამაჯური და ტელეფონის ნომერი ვერ გადასცა, დღეს კი ტეილორი მასზე სერენადებს მღერის,  ყველაზე საყვარელი სიურპრიზია.“ წერს გულშემატკივარ X-ზე.

“ჩვენი დროის უდიდესი სიყვარულის ისტორია🥺, არ მჯერა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ტრევისმა სცადა ტეილორისთვის საჩუქრის გადაცემა, თუმცა არ გამოუვიდა.“ – წერს გულშემატკივარი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. 

„ვერ დამარწმუნებთ, რომ უხილავი სიმების თეორია არ მუშაობს, რადგან ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტრევისი მეგობრობის სამაჯურით და ოცნებებით ტეილორის შოუზე წავიდა, ერთი წლის თავზე კი ტეილორ სვიფტი 18 წლის წინ დაწერილ სიმღერა Marys-ს მასზე მღერის“. – წერს გულშემატკივარი, რომელიც ტრევის კელსის ამერიკული ფეხბურთის მაისურზე დაწერილ ციფრს (89-ს) გულისხმობსÑ „მე ვიქნები 87-ის შენ – 89, მე მაინც გიყურებ ისე, როგორც ვარსკვლავების ნათებას ცაში.“

ნახეთ ტეილორ სვიფტზე დაწერილი პოსტები ტვიტერში (X)

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდე - ფოტო: კატია თემკინი

არიანა გრანდე ალბომ Eternal Sunshine-ის 4 თვის იუბილეს აღსანიშნად ხმის ჩამწერ სტუდიაში გადაღებულ კადრებს აზიარებს

შემდეგი სტატია

სერენა უილიამსმა კენდრიკ ლამარის ახალ ტრეკს Not Like Us ზაფხულის ჰიტი უწოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი Eras ტურნეზე, 2024 წლის 21 ივნისი ლონდონი, უემბლის სტადიონი. ფოტო: კევინ მაზური

უემბლის სტადიონმა ტეილორ სვიფტს Eras ტურნეს აღსანიშნავად სპეციალურად მისთვის დამზადებული გიტარა აჩუქა

პოპ-ვარსკვლავი პირველი სოლო არტისტია, ვინც უემბლის სტადიონზე ტურნეს განმავლობაში რვაჯერ წარდგა სცენაზე
მეტი
კიმ კარდაშიანი - ფოტო: ალექს ბუერ გრიფინი

კიმ კარდაშიანის ვაჟი ცდილობს დედას სპორტსმენი პარტნიორი მოუძებნოს

კიმ კარდაშიანი ჯიმი ფელონთან The Tonight Show-ში იმყოფებოდა, რა დროსაც მან პირად ურთიერთობებზეც ისაუბრა. იგი ამჟამად არავის ხვდება,…
მეტი
პოლ მაკარტნი - ფოტო: მერი მაკარტნი

პოლ მაკარტნი „მზიურის“ კაფეს მხარდაჭერას უცხადებს

„მზიურის კაფე“ 2017 წლიდან სერ პოლ მაკარტნის ინიციატივის, Meat Free Monday-ს (უხორცო ორშაბათი) მხარდამჭერია, რომელიც გარემოსა და ცხოველების დაცვის პრობლემას ეხმიანება.
მეტი

ტრევის სკოტი პარიზის სასტუმროში დაცვის თანამშრომელზე სავარაუდო თავდასხმის გამო დააკავეს

რეპერი პარიზში აშშ-ს კალათბურთს ნაკრების თამაშზე იყო ჩასული, სადაც ოლიმპიურ ნახევარფინალში აშშ-სერბეთს უპირისპირდებოდა.
მეტი