ჰარი სტაილსის ახალი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში

ცნობილი კოსტიუმი ჰარი სტაილსს 2022 წელს Coachella-ს ფესტივალზე ეცვა, ახლა კი ამ კოსტიუმში გამოწყობილი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში განთავსდება.
ჰარი სტაილსის ახალი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში.
ჰარი სტაილსის ახალი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში.

ჰარი სტაილსის 2022 წლის Coachella-ს სასცენო კოსტიუმი მადამ ტიუსოს მუზეუმში უკვდავყვეს.

ცვილის ფიგურის პრეზენტაცია მადამ ტიუსოს მუზეუმში, მუსიკალურ ქალაქში, 19 ივლისს შედგება. ვარდისფერი ბეწვისგან შექმნილი ქურთუკი და მარწყვის დეტალებით გაფორმებული ჟილეტი  პოპ-არტისტს Coachella-ს ფესტივალზე 2022 წელს ეცვა.

ჰარი სტაილსის ცვილის ფიგურას ყელსაბამი და ტატუებიც ამშვენებს. 

„ჰარი სტაილსი გლობალური პოპ-ვარსკვლავია და ჩვენ მოხარულები ვართ ამ ზღაპრული ფიგურით. ჩვენი მუზეუმი მუსიკალური ქალაქის ვიზიტორთა გამოცდილებას ითვალისწინებს. სტუმრებს უკვე შეუძლიათ, ახლოდან გაეცნონ ლეგენდარულ ვარსკვლავებს”, – ამბობს კელი ფილგი, „მადამ ტიუსო ნეშვილის“ გენერალური მენეჯერი.

ჯერ კიდევ 2023 წელს ჰარი სტაილსის რვა ცვილის ფიგურა შეიქმნა, რომლებიც ლონდონის, ნიუ-იორკის, ჰოლივუდის, ამსტერდამის, ბერლინის, სინგაპურის, სიდნეისა და ორლანდოს მუზეუმებში იყო გამოფენილი.

„ჰარი ნამდვილად ჰიტ-შემსრულებელია ჩვენს ვარსკვლავებს შორის“, – დასძინა კელი ფილდმა.

ნახეთ ჰარი სტაილსის ახალი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში.

ჰარი სტაილსის ახალი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონამ ფანებს მიანიშნა, რომ მის ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობა გრძელდება

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარის ტრეკი Not Like Us ახალი ვიდეო თამაშის შთაგონებად იქცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი