ტატო კოტეტიშვილის მხატვრული ფილმი „წმინდა ელექტროენერგია“ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე

ფილმის მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში “აწმყოს რეჟისორები“ (Concorso Cineasti del Presente) შედგება.
ტატო კოტეტიშვილის მხატვრული ფილმი „წმინდა ელექტროენერგია“
ტატო კოტეტიშვილის მხატვრული ფილმი „წმინდა ელექტროენერგია“

ტატო კოტეტიშვილის მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის „წმინდა ელექტროენერგიის“ მოქმედება ქალაქ თბილისში ვითარდება. ახალგაზრდა ბიჭი სახელად გონგა და მისი ბიძაშვილი ბარტი ჟანგიანი ჯვრებით სავსე ჩემოდანს პოულობენ. ფილმის პერსონაჟებს უჩნდებათ იდეა, რომ ჯვრები ნეონის განათებით გააფორმონ და თბილისის გარეუბნებში გაყიდონ.

ეს არის ფილმი სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ. სცენარი თბილისის ურბანულ გარემოში საინტერესოდ ვითარდება, სადაც ქალაქის ტექსტურა, ფერები და გარემო სოციალურ ასპექტებს გამორჩეული ექსცენტრული ქმედებით გვიჩვენებს.

ტატო კოტეტიშვილი – ფილმის რეჟისორი:

„ეს ყველაზე გრძელვადიანი პროექტია, რაზეც ოდესმე მიმუშავია. იდეის გაჩენიდან დღემდე ალბათ 5 წელი გავიდა, პანდემიასაც კი გაუძლო და ახლა, 11 აგვისტოს,  ლოკარნოს ფესტივალზე შედგება მისი პრემიერა.

ბოლო  პერიოდში მომრავლებულმა განათებულმა  „ლედ” ჯვრებმა მომცა ბიძგი, დამეწყო ამ ფილმის იდეაზე მუშაობა. 

რაც შეეხება საქართველოს,  პრემიერა ჯერჯერობით არ ვიცით რომელ ფესტივალზე გაიმართება, მაგრამ, რაც მეტ ხალხს ექნება ფილმის ნახვის საშუალება, მით უკეთესი, ამიტომ სიამოვნებით ვაჩვენებთ ყველგან.”

ფილმის რეჟისორი და დამდგმელი ოპერატორი ტატო კოტეტიშვილია, სცენარის ავტორები ტატო კოტეტიშვილი, ირინე ჟორდანია და ნუცა ცირეკიძე, მთავარ როლებს კი ნიკოლო ღვინიაშვილი და ნიკა გონგაძე ასრულებენ. მხატვრული ფილმის პროდიუსერები  ტატო კოტეტიშვილი (Zango Studio) და თეკლა მაჭავარიანი (Nushi Film) არიან. თანაპროდიუსერები: ინეკ სმითი (GOGO FILM), ინეკ კანტერსი, ლისეტე კელდერი (The Film Kitchen), გუკა რჩეულიშვილი, მარიშა ურუშაძე (Arrebato Film). ფილმის მხარდამჭერები კი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა, ნიდერლანდების კინოფონდის ერთობლივი განვითარების პროგრამა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის ჰუბერტ ბალსის ფონდი გახლავთ.

აგვისტოში, ლოკარნოს 77-ე კინოფესტივალზე ფილმი „წმინდა ელექტროენერგია“ კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში „აწმყოს კინო-რეჟისორები“ (Concorso Cineasti del Presente) წარდგება.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორებისა და მსახიობების აღმოჩენაა. გამომდინარე აქედან, ლოკარნოს ფესტივალი არაერთი კინორეჟისორისა და მსახიობის წარმატების საწყისი გამხდარა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Matthias Meyer

Mastercard ბერლინელი მუსიკოსის, Matthias Meyer & Stimmhalt-ის საღამოს Iveria Beach-ზე წარმოგიდგენთ

შემდეგი სტატია

მადონამ ფანებს მიანიშნა, რომ მის ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობა გრძელდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი
კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

მას შემდეგ რაც უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა, ამბობს, რომ  „ცდილობს, იყოს საუკეთესო ადამიანი“

მსახიობი და რეპერი გულწრფელად საუბრობს ოსკარის ღონისძიებაზე, 2022 წელს მან წამყვან კრის როკს სილა გაარტყა
მეტი

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი