კინოსტუდია Warner Bros-მა ფილმ Joker: Folie À Deux-ს პირველი სრულმეტრაჟიანი ტრეილერი გამოუშვა. ტრეილერი დაახლოებით სამ წუთს გრძელდება და მაყურებლებს ფილმის შესახებ საინტერესო მინიშნებებს აძლევს. კადრებში ვხედავთ ხოაკინ ფენიქსს, რომელიც ჯოკერის პერსონაჟს განასახიერებს. მისი გმირი ჩადენილი დანაშაულებისათვის სასამართლო პროცესის მოლოდინშია. ამ დროს ის ლედი გაგას პერსონაჟს, ჰარლი ქუინს ხვდება და წყვილი ერთად შთამბეჭდავ მუსიკალურ მოგზაურობას იწყენს. ფილმის ქაოტური ხასიათიდან გამომდინარე, ზოგჯერ რთულია იმის გარკვევა, რა არის რეალობა და რა – გმირების წარმოსახვა.
„როცა პირველად ვნახე ჯოკერი – როცა შენ გნახე – ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ უწინდებულად მარტოსული აღარ ვიყავი,” – გვესმის ლედი გაგას ხმა ტრეილერში.
ვიდეოში ვხედავთ ფრაგმენტსაც, როცა ჯოკერი და ჰარლი ქუინი ფრენკ სინატრას სიმღერაზე When You’re Smiling ვალსს ცეკვავენ. ვიდეოს კულმინაცია კი ის ნაწილია, როცა ჰარლი ქუინი და ჯოკერი პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი კოსტიუმებით შოუს მართავენ.
Folie À Deux 2019 წელს გამოშვებული ფილმის, Joker-ის გაგრძელებაა. გრემის არაერთგზის მფლობელი ლედი გაგა როლზე 2022 წელს დამტკიცდა.
ტრეილერის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე გაგა პარიზში შენიშნეს. ვრცელდება ხმები, რომ ის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე იმღერებს.
ნახეთ Joker: Folie À Deux-ს პირველი ტრეილერი: